საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89462

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წელს გამოქვეყნდა იონა მეგრელიძის პოემა „ევროპა”.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს ვიქტორ გაბესკირია შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც არ დაუმთავრებია.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924-1925 წლებში მიხეილ მრევლიშვილი იყო განათლების მუშაკთა პროფკავშირის ტექნიკური მდივანი.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლიდან კალე ბობოხიძე იყო ალკკ წევრი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს კარლო კალაძის ინიციატივით დაარსდა ახალგაზრდა პროლეტარ მწერალთა საზოგადოება „პროლემაფი“.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლიდან ანა ღვინიაშვილმა სისტემატურად დაიწყო ლექციებისა და მოხსენებების კითხვა და პრესასთან თანამშრომლობა თანამედროვე ბავშვის კლასგარეშე და კითხვის მოწესრიგების, საბავშვო ლიტერატურის საკითხებსა და მის წლიურ მიმოხილვებზე.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს სერგი გორგაძის რეკომენდაციით ანა ღვინიაშვილმა პირველმა წაიკითხა ქართული და რუსული საბავშვო ლიტერატურის კურსი პირველად მოწყობილ ერთთვიან საბიბლიოთეკო კურსებზე.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს ლავროსი კალანდაძე მუშაობდა პედაგოგად ხიდისთავის რვაწლიან სკოლაში.

1924

ტიპი: განათლება

1924-1927 წლებში მუშნი ხაშბა სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკას.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს ანასტასია აგლაძემ დაამთავრა თეატრალური სტუდია.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924-1926 წლებში ალექსანდრე ჭეიშვილი იყო გაერთიანებული სამხედრო სკოლის დირექტორი.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს ვიქტორ გაბესკირია რედაქტორობდა ბათუმის ჟურნალ „ისპირსს“.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაიწყო სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924-1926 წლებში არნო ონელი მუშაობდა საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის ორგანო – ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქციაში ჯერ ლიტმუშაკად, შემდეგ კი – მის პასუხისმგებელ მდივნად.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს ნიკოლოზ აგიაშვილმა დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924-1929 წლებში პანტელეიმონ ჩხიკვაძე მუშაობდა თბილისის აღმასკომში ფინკონტროლის რევიზორად.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924-1925 წლებში გერცალ ბააზოვის ინივიატივით დაარსდა ქართველ ებრაელთა თვითმოქმედი დრამატული დასი „კადიმა“.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლიდან ალექსანდრე სულავა იყო კომკავშირის წევრი.

1924

ტიპი: ავტორობა

1924-1928 წლებში გიორგი ლეონიძე ჟურნალ „მნათობში“ ბეჭდავდა მონოგრაფიას „ივანე მაჩაბელი“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წელს ალმანახ „დარიალში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე ლორთქიფანიძის პირველი მოთხრობა „სანაპიროზე“.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წელს კომკავშირულ გაზეთ „სპარტაკში“ დაიბეჭდა კონსტანტინე ლორთქიფანიძის პირველი ლექსი.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს კონსტანტინე ლორთქიფანიძემ დაამთავრა ქუთაისის პირველი ტექნიკუმი.

1924

ტიპი: ღონისძიება

კონსტანტინე ლორთქიფანიძემ ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1924 წელს.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924-1935 წლებში ვარლამ ჟურული იყო გაზეთ „კომუნისტის“ ლიტმუშაკი.

1924

ტიპი: ღონისძიება

ვარლამ ჟურულმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1924 წელს.