რეგისტრირებული ფაქტები90064
სორტირება თარიღი მზარდობით
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების პირველი საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „სახალხო მოღვაწენი“, „იაკობ ლაზრიშვილი“, „ბერლინის გარემოცვა“, „ოქროს თავთავი“, „სამი ცელქი“, „ჩემი ყვავილები“, „ძუნწი და ნატვრა“, „ცვარი“, „გველის მჭამელი“, „ბახტრიონი“, „დომის მეჯლისი“, „სახადი“ და „გახსოვდე წერა-კითხვის დროს“.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილემ, ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების 1-ელი საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „ლეგენდა ოჟესკოსი“, „ქალი და მისი დანიშნულება“, „ლაზარილიო“, „საბავშვო ზღაპრები“, „თავისუფალი აღზრდის თეორია“, „გიო“, „მღვდელი და დიაკვანი“, „ცხოვრება იესოსი“, „პატარა წიგნი თანამედროვე საქართველოზე“, „ტყის ზღაპარი“, „გადამდები სნეულებანი და მასთან ბრძოლა“ და „ლალიონის მოთხრობები“.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 3 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ბურჯანაძემ და საზოგადოების ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა აღწერეს საზოგადოების 1-ელი საწყობი, სადაც ინახებოდა შემდეგი წიგნები: „საუბარი ხოლერაზე და მისგან დამცავ ზომებზე“, „სოფლის მასწავლებელი“, „ელგუჯა“, „ახალშენოვის ლექსიკონი“, „ნინოშვილის თხზულებანი“ III ტომი, „კანონი“ ფრონელისა, „სამართლის მეცნიერება“, დ. მეგრელის მოთხრობები, „ქიმია“, „მეხის ამბავი“ და „ჰაერი და სითბო“.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 17 იანვარს რუსთაველის თეატრში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის სალიტერატურო მოღვაწეობის 15 წლის საიუბილეო საღამო.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის 20 იანვარს არტაშ ზაქარიას ძე მიკაელიანცი თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში (შრომის ქუჩა N83), დააკავეს და ბრალად დასდეს ანტისაბჭოთა საქმიანობა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია ესწრებოდნენ.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 24 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომის დადგენილებით საზოგადოების ვექილს, პეტრე ივანეს ძე ქავთარაძეს, დამატებით ერთი კვირა მიეცა მთავრობის ვალის განაღდების საკითხის მოსაგვარებლად.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 24 იანვარს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომაზე 1922 წლის 15 ნოემბრიდან პირველ იანვრამდე შედგენილი საზოგადოების ოქმები წაიკითხეს.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის 25 იანვარს ახალციხის პოლიტბიურომ გიორგი ოთხმეზური დააპატიმრა. 24-25 იანვრის ღამეს მოროზოვის ბრძანებით ოთხმეზურის გარდა 18 ადამიანი დაიჭირეს და კიდევ 8 პირის დაჭერას გეგმავდნენ.
1923
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გიორგი დავითის ძე ოთხმეზური 1923 წლის 25 იანვრამდე, მის დაკავებამდე ახალციხეში ცხოვრობდა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის თებერვალში ბოლშევიკ ობოლაძის მოკვლის შემდეგ გურიაში რეპრესიები დაიწყო და გიორგი სალუქვაძეს დაპატიმრების საფრთხე დაემუქრა. იგი იძულებული გახდა, არალეგალურ საქმიანობაზე გადასულიყო და პარტიული მუშაობა გაეაქტიურებინა.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წლის თებერვალში პეტრე ბახტურიძე მასწავლებლად დაინიშნა ქუთაისის აგრონომიულ ტექნიკუმში.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის მარტსა და აპრილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებლის, თამარ ჯარიაშვილის ხელფასი 8 000 000 მანეთი იყო, ივლისში – 55 935 000, აგვისტოში კი – 96 497 000 მან.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის მარტსა და აპრილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (თავმჯდომარე – იასონ ლორთქიფანიძე) თანამშრომლებს ხელფასიდან 2% საწევრო გადასახადისთვის ექვითებოდათ.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის მარტსა და აპრილში ბიბლიოთეკრის მოადგილე ელენე კარიჭაშვილის ხელფასი 5 000 000 მანეთი იყო, ივლისში – 41 951 000, აგვისტოში კი – 72 371 000 მან.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის მარტსა და აპრილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის ბუღალტრის, ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილის ხელფასი 14 000 000 მანეთი იყო, ივლისში – 89 496 000, აგვისტოში კი – 154 395 000 მან.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის მარტსა და აპრილში ბიბლიოთეკარ ოლღა დემურიშვილის ხელფასი 3 800 000 მანეთი იყო, ივლისში – 33 561 000, აგვისტოში კი – 57 898 000 მან.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის მარტსა და აპრილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივნის, ვარლამ ბურჯანაძის თვიური ხელფასი 10 000 000 მანეთი იყო, ივლისში – 55 935 000, აგვისტოში – 96 497 000 მან.

