რეგისტრირებული ფაქტები81474
სორტირება თარიღი მზარდობით
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 24 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა 1876 წლის ერთი დღის ცხოვრებისეული ისტორიის მეოთხე ნაწილი. ისტორიის სათაურია „აღმწერელი დაკეტილ კარს აკაკუნებს". მოსახლეობის აღმწერელი პირი შედის გიორგი სიმონას ძე ხანჯალოვის ოჯახში და მათ შორის იმართება დიალოგი.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ არსებობს ორგვარი მმართველობის ტიპი, პირველ ტიპს მიეკუთვნება ცენტრალიზაცია, როდესაც სახელმწიფოს მთავრობა განაგებს საზოგადოების ყველა ნაწილში მიმდინარე პროცესებს, ასევე ირჩევს მოხელე პირებს და პირადად იბარებს მათ მიერ შესრულებულ საქმეებს. მეორე ტიპს მიეკუთვვნება თვითმმართველობა, როდესაც სახელმწიფოს მმართველნი განაგებენ მხოლოდ მთელი სახელმწიფოს საჭირო საქმიანობას, ხოლო საზოგადოებას თავად აქვთ მინდობილი თავისი ყოფის გაუმჯობესება და ადგილობრივ საქმიანობას თავად მოქალაქეები განაგებენ, რაც ხელს უწყობს მოსახლეობის გამოფხიზლებას, ამუშავებას, განვითარებასა და ა. შ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გავრცელებული ინფორმაციით მთელს გერმანიაში სამსჯავრო კანონები ერთნაირი უნდა ყოფილიყო, რომელთა მოქმედებისთვის ერთნაირი სასამართლოები უნდა შეექმნათ ყველა ნაწილში, რომელთაც ერთი უმაღლესი სასამართლო ექნებოდა. საზავო საბჭოსა და გერმანიის პარლამენტის გადაწყვეტილებით ეს სასამართლო ლაიფციგში უნდა დაეარსებინათ, რაც ვერაფერი ჯილდო გამოდგა ბისმარკისთვის.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 24 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ერთ-ერთი რუსული გაზეთის სტატია, რომ ოსმალებმა სლავებზე გამარჯვების შემდეგ ქრისტიანების შეურაცხყოფა და დევნა დაიწყეს. სლავებმა ოსმალეთთან მუდმივ დაპირისპირებაში ბევრი ვაი-ვაგლახი გამოიარეს, ბევრი სისხლი და ცრემლი დაღვარეს, მაგრამ მათი მდგომარეობა ამით არ შეცვლილა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 24 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია, რომ რუსეთმა თავის ელჩს ოსმალეთში, გენერალ იგნატიევს დაავალა ევროპული სახელმწიფოებისთვის გაეცნო მათი წინადადება, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში: ევროპას ოსმალეთისთვის ხელმეორედ უნდა წარედგინა სტამბოლის კონფერენციის განაჩენი სლავების მოძრაობის წინააღმდეგ მათი დაპირისპირების აღმოფხვრის შესახებ, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში თუ რომელიმე სახელმწიფო დაიწყებდა ოსმალეთთან ომს, ევროპული სახელმწიფოებიდან არცერთი მათგანი არ შეუშლიდა მას ხელს.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 24 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია, რომ სტამბოლის კონფერენციის დაშლის შემდეგ რუსეთმა კითხვით მიმართა ევროპის სახელმწიფოებს, მათ შორის ინგლისსაც, თუ როგორ მოიქცეოდნენ და რა ღონისძიებებს გაატარებდნენ ოსმალეთის სახელმწიფოს მიმართებით. თუმცა ინგლისის მთავრობას ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისის საოსტატო ინსტიტუტთან ერთად არსებობდა საქალაქო სასწავლებელი, რომელშიც ქართული ენის სწავლა დაუვალებიათ ინსტიტუტის მოსწავლეთათვის, რომელთაც ქართული ენა არ უსწავლიათ, ამიტომ თავად ინსტიტუტის მოსწავლეები გაკვირვებულები იყვნენ თუ როგორ შეძლებდნენ ქართული ენის ბავშვებისთვის სწავლებას, როცა თავად არ იცოდნენ ის. ხელმძღვანელობის პასუხი იყო, რომ ქართველებს, საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ ბავშვებს როგორ არ შეეძლოთ ესწავლებინათ ქართული ენა.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 24 მარტის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ქალაქის მთავრობამ ჩამოაყალიბა კომისია, რომელსაც ქალაქის გაჯანსაღებაზე უნდა ეზრუნა, იქნებოდა ეს სასმელი წყლის სუფთა სახით მიწოდება მოსახლეობისთვის თუ სხვა რამ, რადგან ადამიანები ადრეულ ასაკში უცაბედად იხოცებოდნენ და ამის ერთ-ერთი მიზეზი მდინარე მტკვარი იყო, რომელიც სასმელ წყლად გამოიყენებოდა და დაბინძურებული იყო სხვადასხვა სახის ნარჩენებით.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 24 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ექიმმა სოკოლოვმა კავკასიის საექიმო საზოგადოებას განუცხადა, რომ 1875 წელს 100 გარდაცვლილ ადამიანში 40 ადამიანი გარემოდან მიღებული ინტოქსიკაციით გარდაიცვალა, ამის ერთ-ერთი მიზეზი ქალაქში არსებული ბუნებრივი პირობები იყო და მათ შორის უპირველესი მდინარე მტკვარი გახდა, რომლის უსუფთაობისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების არსებობის გამოც არაერთი ადამიანი დაავადდა და გარდაიცვალა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის აპრილის მეორე ნახევარში დიმიტრი ყიფიანი, ნიკო ცხვედაძე, ბესარიონ ღოღობერიძე და იაკობ გოგებაშვილი ილია ჭავჭავაძის სახლში შეიკრიბნენ. მათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების პროექტი განიხილეს და მასში რამდენიმე ცვლილება შეიტანეს.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის აპრილის დასაწყისში ალექსი წერეთელმა, თურქეთში რუსეთის იმპერიის ვიცეკონსულმა, მეუღლის, მარინა უსპენსკაიას ხელით ილია ჭავჭავაძეს ბარათი გაუგზავნა. წერეთელი ილიას რუსეთსა და თურქეთს შორის შესაძლო ომის დაწყების შემთხვევაში პეტერბურგისთვის ტელეგრამით ინფორმაციის გაგზავნას სთხოვდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის აპრილში ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილმა ნახა რუსეთის მთავრობის მოწოდება, რომელშიც ქართველ ერს ხოტბა ჰქონდა შესხმული. მან ამ სიტუაციით ისარგებლა და პეტერბურგის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წესდების გამოგზავნა სთხოვა.