რეგისტრირებული ფაქტები86406
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა მუდმივი ჯარისგან დამოუკიდებლად სახალხო მილიციის შექმნის საჭიროებაზე ისაუბრა. მათი მოვალეობა ქვეყანის შიდა საფრთხეებისგან დაცვა და რევოლუციის მონაპოვრის განმტკიცება უნდა ყოფილიყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ ნათაძემ ისაუბრა მობილიზაციის კუთხით, პარტიული პროპაგანდის საჭიროების შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნიკოლოზ ელიავამ ისაუბრა მობილიზაციის გამოცხადების სირთულეების შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნიკოლოზ ელიავამ არ დაუჭირა მხარი ჯარის მობილიზაციის პროექტს. მისი აზრით, ჯარში მსახურება ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნიკოლოზ ელიავამ მხარი დაუჭირა სახალხო მოლიციის შექმნის პროექტს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ ეროვნულმა საბჭომ უნდა დააფიქსიროს აზრი ოსმალეთთან ზავის დადებისა და ომის შეწყვეტის შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ განაცხადა, რომ ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია ჯარის ერთი კორპუსის შექმნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წარმომადგენელმა, ალექსანდრე ლომთათიძემ ისაუბრა მობილიზაციის პროექტის გადადების შესახებ. მისი აზრით, მოსახლეობისგან უარყოფითი რეაქციის შესამცირებლად ჯარის შეკრების დაწყებამდე მათ ინფორმირებაზე უნდა ეზრუნათ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ივანე გობეჩიამ მხარი დაუჭირა მობილიზაციისა და სახალხო მილიციის შექმნის პროექტს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი რცხილაძემ მხარი დაუჭირა მობილიზაციისა და სახალხო მილიციის პროექტების მიღებას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ გამოთქვა აზრი, რომ მობილიზაციის პროექტზე კომიტეტმა ხალხთან ერთად უნდა იმუშაოს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი ჟურულმა მხარი არ დაუჭირა მობილიზაციის პროექტის მიღებას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი ჟურულმა მხარი დაუჭირა სახალხო მილიციის პროექტის მიღებას.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დავით ვაჩნაძე დაეთანხმა ექვთიმე თაყაიშვილის აზრს, მობილიზაციისა და სახალხო მილიციის პროექტების პარალელურად განხილვისა და დამტკიცების აუცილებლობის შესახებ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძემ დამსწრე საზოგადოებას განუმარტა, რომ სახალხო მილიციის პროექტი უნდა იყოს მიღებული კანონის და არა, დებულების სახით.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ალექსანდრე ლომთათიძემ დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ მოიბილიზაციისა და სახალხო მილიციის პროექტები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლადა იყო შემუშავებული, ამიტომ სახალხო მილიციის პროექტის დამტკიცება არ უნდა გადადებულიყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავა სახალხო მილიციის პროექტის გადადებას და მობილიზაციის პროექტთან ერთად დამტკიცებას უჭერდა მხარს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; ესწრებოდნენ: აკაკი ჩხენკელი, გრიგოლ ვეშაპელი, გიორგი ლასხიშვილი და პავლე საყვარელიძე; მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნიკოლოზ ქავთარაძემ დამსწრე საზოგადოებას განუმარტა, რომ სახალხო მილიციისა და მობილიზაციის პროექტები ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში არ იყო და შესაბამისად, ცალკ-ცალკე უნდა განხილულიყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნიკოლოზ ქარცივაძე დათანხმდა მობილიზაციის კანონის განხილვისა და დამტკიცების გადადებას საზოგადოებისთვის მის გაცნობამდე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე რამიშვილმა დამსწრე საზოგადოებას განუცხადა ჯარის მოკლე ვადით მოწვევის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი. ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე. მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი ლასხიშვილი დაეთანხმა დროებითი მთავრობის შექმნის იდეას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავამ გამოთქვა აზრი, რომ ამიერკავკასიის სეიმის კომპეტენციაში უნდა შესულიყო ზოგადი საკითხების მართვა, როგორიცაა სურსათი, დემობილიზაცია, ზავი და სხვა, ხოლო დანარჩენი საკითხები ეროვნულ თვითმმართველ ორგანოებში უნდა გადაწყვეტილიყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ ისაუბრა საქართველოს დროებითი მთავრობის შექმნის აუცილებლობაზე, რომელსაც ნიადაგი უნდა მოემზადებინა დამფუძნებელი კრების მოწვევისთვის.

