რეგისტრირებული ფაქტები86412
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე შალვა მიქელაძემ მოითხოვა ჯარის მობილიზაციის პროექტში ექიმის მიღების პირობებისა და მოვალეობების დაზუსტება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ განმარტა, რომ საოლქო ცენტრები უნდა ყოფილიყვნენ რევოლუციური ორგანიზაციები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გერონტი ქიქოძემ დააფიქსირა აზრი, რომ ეროვნული საბჭოს რეორგანიზაცია უნდა მომხდარიყო არა პარტიული თვალსაზრისით, არამედ ეროვნული და სახელმწიფოებრივი კუთხით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე შალვა მესხიშვილმა დამსწრე საზოგადოებას განუმარტა, რომ ამიერკავკასიის სეიმის მთავარი დანიშნულება იყო მთავრობისათვის დირექტივების გაცემა ზავის საკითხისა და სხვა პრაქტიკული საქმიანობის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი ნათაძემ ხაზი გაუსვა სეიმსა და რევოლუციურ ცენტრებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დავით ჩიქოვანმა ისაუბრა დამფუძნებელი კრების უახლოეს ვადებში მოწვევის აუცილებლობის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გრიგოლ რცხილაძე არ დაეთანხმა სერგო ჯაფარიძის წარმოდგენილ პროექტს კონსტიტუციის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე პავლე საყვარელიძემ ისაუბრა სეიმის კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომამ ერთხმად დაამტკიცა გიორგი გაგლოევი სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლის თანამდებობაზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე საბჭომ ზაქათალის ოლქის წარმომადგენელად დაასახელა რაფაელ ივანიცკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: გრიგოლ ვეშაპელი, კონსტანტინე მესხი და პავლე საყვარელიძე; საბჭოს მდივანი – ილია ზურაბიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს კონსტანტინე გვარჯალაძის პროექტი სოფლად გამეფებულ ანარქიასთან ბრძოლის შესახებ.

