საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1946

ტიპი: ავტორობა

1946 წელს გამოიცა გიორგი ლეონიძის ლექსთა კრებული „ქართლის ბაღი“.

1946

ტიპი: თანამდებობა

1946-1952 წლებში ბესარიონ ჟღენტი იყო „ზარია ვოსტოკას“ მთავარი რედაქტორის მოადგილე.

1946

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1946 წელს გალაკტიონ ტაბიძემ მეორედ იქორწინა, ცოლად შეირთო ნინო სვიმონის ასული კვირიკაძე.

1946

ტიპი: ავტორობა

1946 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე გომიაშვილის პოეტური კრებული „ბალადები“.

1946

ტიპი: ავტორობა

1946 წელს გამოქვეყნდა სერგი ჭილაიას „ლიტერატურული წერილები“.

1946

ტიპი: ავტორობა

1946 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე გომიაშვილის ლექსი „დასაწყისი განთიადისა“.

1946

ტიპი: თანამდებობა

1946-1950 წლებში ალექსანდრე გომიაშვილი საქართველოს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი იყო.

1946

ტიპი: ნასამართლეობა

1946 წელს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სპეციალურ ბანაკში მოთავსებული მიხეილ კვალიაშვილი და გრიგოლ იაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. იაშვილს ავადმყოფობის გამო მუშაობა არ შეეძლო, ის სხვაგან გადაიყვანეს.

1946

ტიპი: ნასამართლეობა

1946 წელს იან რუდოლფ მაევსკი ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და 7 წლით ციხეში ჯდომა მიუსაჯეს.

1946

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1946 წელს ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ბერძენიშვილს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1946

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1946 წელს გრიგოლ ირაკლის ძე კოკელიძეს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1946

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1946 წელს კონსტანტინე ვასილის ძე მეღვინეთუხუცესს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1946

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1946 წელს სიმონ ნიკოლოზის ძე ჯანაშიას საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1946

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1946 წელს ვალერიან გერასიმეს ძე ცაგარეიშვილს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1946

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1946 წელს გრიგოლ ზაქარიას ძე ჩხიკვაძეს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1946

ტიპი: თანამდებობა

1946-1951 წლებში ალექსანდრე სანგულია იყო გაზეთ „აპსნი კაპშის“ სასოფლო-სამეურნეო განყოფილების გამგე სოხუმში.

1946

ტიპი: ავტორობა

1946 წელს გამოქვეყნდა მარიკა მიქელაძის ორი საბავშვო პოემა „თეთრი სახლი“.

1946

ტიპი: ავტორობა

1946 წელს გამოქვეყნდა გიორგი გაბუნიას რუსულიდან თარგმნილი „უმზითვო”.

1946

ტიპი: თანამდებობა

1946-1953 წლებში ირაკლი აბაშიძე ჟურნალ „მნათობის” პასუხისმგებელი რედაქტორი იყო.

1946

ტიპი: ღონისძიება

1946 წელს ირაკლი აბაშიძემ მუშაობა დაიწყო გაზეთ „კომუნისტის” რედაქციასა და სახელგამში.

1946

ტიპი: ავტორობა

1946 წელს გამოქვეყნდა კონსტანტინე მეძველიას „გრძნობისა და გონების ურთიერთობის საკითხი ალექსანდრე ჭავჭავაძის შემოქმედებაში”.

1946

ტიპი: ავტორობა

1946 წელს გამოქვეყნდა კონსტანტინე მეძველიას „გრიგოლ ორბელიანის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროფილი”.

1946

ტიპი: ღონისძიება

1946 წლამდე სიმონ ქვარიანი პენსიის სახით 400 მანეთს იღებდა ყოველთვიურად.

1946

ტიპი: გარდაცვალება

1946 წლის 15 იანვარს გარადაიცვალა მწერალი სიმონ ალექსის ძე ქვარიანი.

1946

ტიპი: მფლობელობა

1946 წლის 20 ივნისს ქრისტინე შარაშიძეს ქირით გადაეცა ჯავახიშვილის ქუჩის N11 სახლის მეორე სართულზე მდებარე ბინა 11 კვადრატული მეტრის ფართობით, საერთო საპირფარეშოთი და სამზარეულოთი.