რეგისტრირებული ფაქტები91459
სორტირება თარიღი მზარდობით
1925
ტიპი: ორგანიზაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ამბროსი ჭელიძე იყო თბილისის პირველი რაიონის ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ბოლოს კი ამავე ორგანიზაციის თბილისის კომიტეტის წევრი.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ვანო ფხალაძე იყო ღარიბი გლეხის შვილი, დედ-მამით ობოლი.
1925
ტიპი: ორგანიზაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ვანო ფხალაძე იყო მარქსისტთა ორგანიზაციის ადგილობრივი კომიტეტის წევრი, ენერგიული, მტკიცე ახალგაზრდა.
1925
ტიპი: ორგანიზაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ვასო კაპანაძე იყო ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის თბილისის მეორე რაიონის კოლექტივის წევრი, დაუზარელი მუშაკი, კარგად ცნობილი აღმოსავლეთ საქართველოს ახალგაზრდობაში და მათი შემაკავშირებელი ორგანიზაციის ირგვლივ.
1925
ტიპი: ორგანიზაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გრიშა კეკელიძე იყო 23 წლის, სტუდენტი, აღმოსავლეთ გურიის ახალგაზრდობაში გამორჩეული მუშაკი, ადგილობრივი ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
1925
ტიპი: ნასამართლეობა
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „ისევ სოლოვეცის კუნძულები“ მიხედვით, ბოლშევიკებმა აფთონ წულაძე თეთრ ზღვაზე მდებარე სოლოვეცის კუნძულზე საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. კუნძული ზღვის გაყინვის გამო 9 თვე მოწყვეტილია სამყაროს. ბანაკში გამეფებულმა სიმხეცემ და პოლიტიკური ტუსაღების წამებამ ევროპის საზოგადოება ააღელვა და მოსკოვის კომისრები იძულებული გახადა, ბანაკი გაუქმებულად გამოეცხადებინათ, გადასახლებულები კი წამოეყვანათ. ჩანს, ისევ განუახლებიათო, აღნიშნულია წერილის ბოლოს.
1925
ტიპი: გარდაცვალება
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, კომუნისტთა რეჟიმმა, რომელიც მოსკოვის ჯალათებმა თავს მოახვიეს ქართველ ერს, იმსხვერპლა საუკეთესო ახალგაზრდები: გიორგი მამალაძე, მიხეილ მეიფარიანი, პარმენ სამხარაძე.
1925
ტიპი: ავტორობა
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაიბეჭდა ლადო ახმეტელაშვილის, შვარცის ფსევდონიმით, „ჰეიდელბერგის „პარტეიტაგის“ გამო“ (წერილი გერმანიიდან) სექტემბრის შუა რიცხვებში ჰაიდელბერგში გამართული გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წლიური ყრილობის, „პარტეიტაგის“ შესახებ, რომელსაც სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის 350 დელეგატთან ერთად საქართველოს ორგანიზაციის წარმომადგენელიც დაესწრო.
1925
ტიპი: გარდაცვალება
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, კომუნისტთა რეჟიმმა იმსხვერპლა საუკეთესო ახალგაზრდები, მათ შორის – კვატაშიძე.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, იუსტინე (ნიკო) შარაშიძე ჭიათურის დაცემისას მტერთან შეტაკების დროს ბოლშევიკებს ჩაუვარდა ტყვედ, რადგან ბოლო წუთამდე იბრძოდა და თავისი სიმამაცის მსხვერპლი გახდა.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ვინც კი გამხეცებულ ბოლშევიკებს პირველ დღეებში ხელში ჩაუვარდა ჭიათურა-საჩხერეში, განურჩევლად იმისა, აჯანყებაში მონაწილეობდა თუ არა, ყველა, დაახლოებით 200 კაცამდე, უმეტესობა მაღაროს მუშები და გლეხები, ზესტაფონში გაისტუმრეს დასახვრეტად ილარიონ ტალახაძის და ალექსანდრე ვაშაძის განკარგულებით, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სასამართლოს თავმჯდომარე იყო.
1925
ტიპი: გარდაცვალება
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ზესტაფონის ახლოს ღამის სამ საათზე ვაგონებში ჩამწყვდეულ ტუსაღებს ბატალიონის ჯარისკაცებმა ტყვიამფრქვევი დაუშინეს. დახოცილები ნიაღვრის თხრილებში ჩაყარეს და ისე მიატოვეს, რამდენიმე დღის შემდეგ მახლობელი სოფლების გლეხებმა დააყარეს მიწა უკვე გახრწნილ გვამებს, მათ შორის იყო იუსტინეს შარაშიძე გვამიც.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილ წერილში „გაკვრით“, ნათქვამია, რომ აღარავის სურს ფილიპე მახარაძის ქვეშევრდომობა, აუჯანყდა მისი რუსეთუმე დაწესებულება, აჭარისტანის საბჭო, იქამდე აფხაზეთი, სამეგრელო, ალბათ ჯერი მიდგება გურიაზე, იმერეთსა და სვანეთზე.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი ინფორმაციის „ტერორი გურიაში“ მიხედვით, მოფერებისა და მოტყუების პოლიტიკა, რომელიც ფილიპე მახარაძის პირით ეცნობა გურულებს, საშინელი ტერორით დაგვირგვინდა. კომუნისტების ბანდა დასდევდა სოციალ-დემოკრატებს და სადაც მოასწრებდნენ, ესროდნენ.
1925
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ვანო ფხალაძე იყო ღარიბი გლეხის შვილი, დედ-მამით ობოლი.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ ცნობით, ჩეკამ შექმნა ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის სალიკვიდაციო ბიურო პროვოკატორ ცინცაძე-ლომთათიძის ხელმძღვანელობით.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ ცნობით, ვასო კაპანაძემ მოახერხა ჩეკას შექმნილ ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის სალიკვიდაციო ბიუროში გაძვრომა ვითომ მეორე რაიონის წარმომადგენლად მათი საქმიანობის გასაგებად და დარწმუნდა მათ პროვოკატორობაში.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 28 დეკემბერს პარიზში ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დამცველ ლიგათა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოს შინაური და საგარეო მდგომარეობა. ქართული ლიგის წარმომადგენლის, დავით შარაშიძის მოხსენების შემდეგ საფრანგეთის ლიგის წარმომადგენლის, პროფ. ოლარისა და ბელგიელ ვილმოტის მთავარი მონაწილეობით შეიმუშავეს რეზოლუცია, რომელიც საბჭომ ერთხმად მიიღო, მხოლოდ რუსეთის წარმომადგენელმა შეიკავა თავი. მან სიმპათია გამოთქვა ქართველი ხალხისადმი, მაგრამ განაცხადა, რომ იძულებულია თავი შეიკავოს, რადგან არ ცნობს საბჭოთა ხელისუფლებას და მის საერთაშორისო აქტებს.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 28 დეკემბერს პარიზში გამართული ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დამცველ ლიგათა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაზე (თავმჯდომარე – ბელგიის ლიგის თავმჯდომარე, პროფესორი მორის ვილმოტი) განიხილეს საქართველოს თანამედროვე შინაური და საგარეო მდგომარეობა.

