რეგისტრირებული ფაქტები89601
სორტირება თარიღი მზარდობით
1935
ტიპი: ღონისძიება
1935-1938 წლებში ივანე შაიშმელაშვილი იბეჭდებოდა გაზეთებში „კომუნისტი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“, „წითელარმიელი“.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წელს საქართველოს მწერალთა კავშირის თავდებით ლიტსექციამ გამოსცა ივანე შაიშმელაშვილის მხედრული ლექსების პატარა კრებული, რომელშიც თავმოყრილი იყო 16 ლექსი.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935-1937 წლებში დიმიტრი ბენაშვილი იყო კრებულ „ახალგაზრდა ბოლშევიკის“ პასუხისმგებელი მდივანი და შემდეგ რედაქტორი.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935-1937 წლებში გიორგი ნატროშვილი იკავებდა ჟურნალ „მნათობის” განყოფილების გამგის თანამდებობას.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წელს სიმონ წვერავამ მუშაობა დაიწყო მწერალთა კავშირში მასობრივი განყოფილების გამგედ.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935-1937 წლებში მამია ასათიანი ქუთაისის მწერალთა კავშირის განყოფილების თავმჯდომარე იყო.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935-1937 წლებში ვლადიმერ გოლოევი ოსური საოლქო გაზეთ „კომუნისტის” განყოფილების გამგე იყო ცხინვალში.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935-36 წლებში შინსახკომის ცენტრალურმა ორგანოებმა ხევსურეთში გაამწესეს თავიანთი სპეცრაზმი, რომელსაც ნიკო ბუჩაშვილი ხელმძღვანელობდა.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წლის 3 იანვარს თბილისის საბჭოს მე-9 მოწვევის პირველი პლენუმის სხდომაზე აირჩიეს საქმიანი პრეზიდიუმი შემდეგი შემადგენლობით: ლ. ბერია, აგრბა, ს. კუდრიავცევი, მუსაბეკოვი, ფ. მახარაძე, ვ. ბაქრაძე, გ. მგალობლიშვილი, ს. ჯუღელი, გ. არუთინოვი, გ. სტურუა, მ. გობეჩია, პ. აღნიაშვილი, ლევანდოვსკი, გოგლიძე, მ. ყურულაშვილი, თვალჭრელიძე, ს. არუთინოვი, ჩიხლაძე, მ. ტოროშელიძე, ტრადატიანი და სხვ. სულ აირჩიეს 43 პირი.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წლის 3 იანვარს გამართულ თბილისის საბჭოს მე-9 მოწვევის პირველი პლენუმის სხდომაზე საპატიო პრეზიდიუმში აირჩიეს: სტალინი, კაგანოვიჩი, მოლოტოვი, ვოროშილოვი, კალინინი, ორჯონიკიძე, კუიბიშევი, ანდრეევი, კოსიორი, მიქოიანი, ჩუბარი, პეტროვსკი, პოსტიშევი, რუძუტაკი, ჟდანოვი, ბერია.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წლის 8 იანვარს საქართველოს კპ (ბ) თბილისის კომიტეტის პარტკაბინეტში მოიწვიეს თბილისის ორგანიზაციების პარტიულ-კომკავშირული ქსელის საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ისტორიის შემსწავლელი წრეების პროპაგანდისტთა კონფერენცია. მოხსენება თემაზე „პარტიის ისტორიის პროპაგანდის საკითხები" წაიკითხა შახსუვაროვმა.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წლის 8 იანვარს გამართულ ალკკ მე-11 მოწვევის ცენტრალური კომიტეტის მე-6 პლენუმზე საქართველოს ალკკ-ის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად აირჩიეს აკ. მგელაძე, მეორე მდივნად – ს. გოგუაძე, ცკ-ის ბიუროში კი – ვ. ბაქრაძე, მ. გიორგობიანი, აკ. მგელაძე, ს. გოგუაძე, ნ. მაისურაძე, კ. შენგელია, ა. გველესიანი, ა. ჭანტურია, ვ. დევაძე.
1935
ტიპი: ორგანიზაცია
1935 წლის 10 იანვრის გაზეთ „კომუნისტის" მიხედვით, საქართველოს საბჭოთა მწერლების სამდივნომ თავდაცვითი ლიტერატურის სექციის ბიუროს წევრებად დაამტკიცა: პლატონ იოსების ძე მიროტაძე, გალაკტიონ ვასილის ძე ტაბიძე, პაოლო (პავლე) ჯიბრაილის ძე იაშვილი, არჩილ ჩაჩიბაია, ალექსი გომიაშვილი.
1935
ტიპი: გარდაცვალება
1935 წლის 25 იანვარს კარდიოსკლეროზით გარდაიცვალა საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო კომიტეტის საბჭოსთან არსებული კონტროლის კომისიის თავმჯდომარე ვალერიან ვლადიმერის ძე კუიბიშევი.

