რეგისტრირებული ფაქტები89601
სორტირება თარიღი მზარდობით
1935
ტიპი: ღონისძიება
სამედიცინო დასკვნის მიხედვით, ვ. კუიბიშევის სიკვდილი გამოიწვია გულის მარჯვენა არტერიის შეკუმშვამ შედედებული სისხლით (თრომბით), რომელიც გაჩნდა მკვეთრად გამოხატული საერთო არტერიოსკლეროზის შედეგად, რამაც განსაკუთრებით ძლიერ დააზიანა გულის გვირგვინოვანი არტერია.
1935
ტიპი: ავტორობა
1935 წლის 26 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ნიკოლოზ ბარათაშვილის აკადემიური გამოცემისთვის შედგენილი წერილისთვის ქრისტინე შარაშიძის ჰონორარი განისაზღვრა 350 მანეთით, რომლის 50 პროცენტს ის მიიღებდა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს, 25 პროცენტს _ მასალის ჩაბარებისას და დანარჩენ 25 პროცენტს _ წიგნის გამოსვლის შემდეგ, არა უგვიანეს ერთი კვირისა.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წლის თებერვალში კომუნისტის მუშა-კორესპონდენტებმა – ა. კვირკველიამ, ტ. პატულოვამ, ი. კალაძემ, მ. ჭარხალაშვილმა, მ. სიხარულიძემ, ე. ჩიგოგიძემ, კ. გაბუნიამ, ჯახუტაშვილმა, წეველიძემ, ტერტერაშვილმა, მ. ქვირიამ, ლ. ისელიძემ, მ. არუთინოვმა, ჟესანოვმა, ე. ბერიაშვილმა, მ. სამხარაძემ და მ. მახარაძემ – სხვადასხვა ორგანიზაციაში რეიდი მოაწყვეს. აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციები უყურადღებოდ ეპყრობოდნენ რედაქციის მიერ მათთვის რეაგირების მიზნით გაგზავნილ წერილებს.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წლის გაზაფხულზე ქრისტინე შარაშიძე ხელოვნების მუზეუმ „მეტეხში“ ბიბლიოგრაფად მიიღეს.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წლის მარტში ქრისტინე შარაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით სამსახურიდან გაათავისუფლეს.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წლის 8 მარტის გაზეთ „კომუნისტის" მიხედვით, კლიმენტი სულავა (რიონჰესის სამმართველოს უფროსი) გარიცხეს კომუნისტური პარტიიდან ტროცკისტულ ოპოზიციასთან თანამშრომლობის ბრალდებით, რადგან იგი ბრალს არავის სდებდა და არც პარტიულ კრებებზე იბრძოდა კონტრრევოლუციური ტროცკიზმის წინააღმდეგ.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წლის 8 მარტის გაზეთ „კომუნისტის" მიხედვით, რიონჰესის სამმართველოს უფროსი იყო კლიმენტი სულავა.
1935
ტიპი: თანამდებობა
ა.კ. ცაკ-ის პრეზიდიუმის დადგენილებით ამხ. ა.ე.ასათიანი ა.კ. ს.ფ.ს-ის რესპუბლიკის ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილედ დაამტკიცეს.
1935
ტიპი: გარდაცვალება
1935 წლის 14 აპრილს გარდაიცვალა საკ. კ.პ.(ბ) ა.-კ. სამხარეო კომიტეტის ბიუროს წევრობის კანდიდატი, სსრ კავშირის ცაკ-ის წევრი, ა.-კ. ს.ფ.ს. რესპუბლიკის ცაკ-ის პრეზიდიუმის წევრი, თბილისის მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე სიმონ პილატეს ძე ჯუღელი.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წლის პირველ მაისს თბილისში ჩატარებულ აღლუმზე სიტყვით გამოვიდნენ კავკასიის წითელდროშოვანი არმიის სარდალი მიხეილ ლევანდოვსკი, მუსამბეკოვი და ფილიპე მახარაძე.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წლის მაისში ივანე შაიშმელაშვილი გორიდან გადმოიყვანეს თბილისში 1-ელი და მე-2 ქართული დივიზიების პოლიტგანყოფილების გაერთიანებულ ყოველდღიურ გაზეთ „წითელარმიელის“ რედაქციაში პასუხისმგებელი მდივნის თანამდებობაზე.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წლის 2 მაისს თურქეთის პრეზიდენტის ქემალ ათათურქის მიერ გამართულ საზეიმო დარბაზობას ესწრებოდნენ: პრემიერი ისმეთ ინეინუ, საბჭოთა კავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთში ლევ კარახანი, ბალკანეთის ანტანტის ეკონომიკური საბჭოს წევრები, თურქეთის გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეები და თურქეთში საგასტროლოდ გამგზავრებული საბჭოთა მსახიობთა ანსამბლი.
1935
ტიპი: ორგანიზაცია
1935 წლის 12 მაისის გაზეთ „კომუნისტის" მიხედვით, საქართველოს საბჭოთა მხატვრების კავშირის გამგეობამ ჩამოაყალიბა მხატვრობის კრიტიკოსთა სექცია და წევრებად დაამტკიცა: შ. დუდუჩავა (თავმჯდომარე), დიმიტრი ჯანელიძე (მდივანი), დავით ნესტორის ძე კაკაბაძე, შალვა ამირანაშვილი, გრიგოლ ვარდენის ძე ბუხნიკაშვილი, რ. თავაძე, ბენიამინ გორდეზიანი, ლ. ქიქოძე, მ. თალაკვაძე, გ. სახაროვი, ვ. ბოკუჩავა.
1935
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 12 მაისს სადგურ ნეგორელოში მოსკოვში მიმავალი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიერ ლავალი ჩამოვიდა. მას თან ახლდა სამინისტროს გენერალური მდივანი ლეჟე და კაბინეტის უფროსი რაში. საზღვარზე ლავალს შეეგებნენ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის წარმომადგენელი რეინბერგი და საფრანგეთის ელჩი საბჭოთა კავშირში ალფანი.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წლის 12 მაისის გაზეთ „კომუნისტის" მიხედვით, საქართველოს საბჭოთა მხატვრების კავშირის გამგეობის მიერ ჩამოყალიბებული მხატვრობის კრიტიკოსების სექციის მდივანი იყო დ. ჯანელიძე.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წლის 12 მაისის გაზეთ „კომუნისტის" მიხედვით, საქართველოს საბჭოთა მხატვრების კავშირის გამგეობის მიერ ჩამოყალიბებული მხატვრობის კრიტიკოსების სექციის თავმჯდომარე იყო შ. დუდუჩავა.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წლის 29 მაისს თბილისში სოც. შეჯიბრების ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად ჩამოვიდა ჩრდ. კავკასიის დელეგაცია სამხარეო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ი. პივოვაროვის მეთაურობით. სტუმრებს დახვდნენ: ამიერკავკასიის სახკომსაბჭოს თავმჯდომარე მუსამბეკოვი, მიწსახკომი ბუნიატ-ზადე, შინსახკომი სტანსკი, პარტიის სამხარეო კომიტეტის წარმომადგენელი გორიაჩევი, პრესის წარმომადგენლები და სხვ.
1935
ტიპი: ღონისძიება
1935 წლის ივნისში საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა აბელ ენუქიძე, ქემოკლიძე, ლასხიშვილი და ავალიანი დანაშაულებრივ ქმედებებში ამხილა.
1935
ტიპი: თანამდებობა
1935 წლის ივნისში საგარეო საქმეთა მინისტრის, კონსტანტინე გვარჯალაძის ბინაში რამდენიმე უცხო პირი ყოფილი შეიპარა და 15 000 მანეთის ღირებულების ძვირფასი ნივთები წაიღო.
1935
ტიპი: ორგანიზაცია
1935 წლის ივნისში საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცენტრალურმა კომიტეტმა აბელ ენუქიძის მფარველი არისტო წულაძე პარტიიდან გარიცხა.

