საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89595

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 8 დეკემბერს საფრანგეთიდან კოტე ჯაყელმა დეიდას, ნინო ქიქოძეს შვილის, დავით შარაშიძის გარდაცვალების ამბავი შეატყობინა. წერილის მიხედვით, დავითმა სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მომვლელ ქალს სთხოვა, ქართული ნანინა ემღერა.

1935

ტიპი: ავტორობა

ვალ. მგალობლიშვილის სტატიაში, „ლიტერატურული მემკვიდრეობის შეფასებისათვის“, გაკრიტიკებულია ის ავტორები, რომლებიც „სთესდნენ სიძულვილს ქართველი კლასიკოსების მიმართ“. ისინი ქართული ლიტერატურის ძეგლების შეფასებისას იშველიებდნენ ჩვენი პარტიული კრიტიკის წარმომადგენლების და კერძოდ, ამხ. ფ. მახარაძის შრომებს ლიტერატურის საკითხებზე. იმ შრომებს, სადაც არასწორი, არსებითად ლიკვიდატორული აზრებია გამოთქმული ქართველ კლასიკოსებზე.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის 23 დეკემბერს მშენებლობის საკითხებზე გამართულ პარტიულ თათბირს ესწრებოდნენ თბილისის სამშენებლო ორგანიზაციათა ხელმძღვანელები, ინჟინერ-ტექნიკოსები და მუშა სტახანოველები – პარმენ წულუკიძე, ვ. ბაქრაძე, გერმან მგალობლიშვილი, ს. კუდრიავცევი, გ. არუთინოვი, გიორგი სტურუა, მ. გობეჩია, გიორგი ყურულაშვილი, ილუშინი, ბუდიკაშვილი, ავერბახი, მორეტი, კვინიხიძე, დაბროტინი, შენდეროვი, ოდიშარია, ეროგინი, ზავრიევი, მ. ნიორაძე და თევდორაძე.

1936

ტიპი: ავტორობა

1936-37 წლებში რუსთაველის საიუბილეო გამოფენის მოწყობასთან დაკავშირებით ქრისტინე შარაშიძეს დაევალა რუსთაველის ბიბლიოგრაფიის შედგენა. ამ ბიბლიოგრაფიის ერთი პირი მოსკოვში ლენინის სახელობის საკავირო საჯარო ბიბილიოთეკის ქართულ განყოფილებაში გაიგზავნა.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს ქრისტინე შარაშიძე მიიწვიეს რუსთაველის საიუბილეო გამოფენის მოსაწყობად. მას რუსთაველის ვრცელი ბიბლიოგრაფიის შედგენა ევალებოდა.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ელენე შარაშიძემ საფრანგეთიდან საქართველოში ქრისტინე შარაშიძეს დეპეშით დავით შარაშიძის გარდაცვალება შეატყობინა.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ქრისტინე შარაშიძემ ელენე შარაშიძისთვის თბილისიდან საფრანგეთში გასაგზავნი წერილი დაწერა, რომელშიც წერდა, რომ დავითის გარდაცვალების ამბავს დედას (ნინო ქიქოძეს) არ ეუბნებოდნენ და თვითონ კი ძმა ბოლოს 14 წლის წინ ნახა.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ქრისტინე შარაშიძემ ელენე ტუსენ-შარაშიძეს თბილისიდან საფრანგეთში გაუგზავნა წერილი და შეატყობინა, რომ დავით შარაშიძის გარდაცვალებას დედას არ უმხელდნენ, ასევე სთხოვა მოეწერა დავითის ავადმყოფობის ისტორია.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ქრისტინე შარაშიძემ კერძო ხასიათის წერილი გაუგზავნა დედას, რომელშიც წერდა მამის საფლავის მოვლისა და ფინანსური საკითხების შესახებ.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს ქრისტინე შარაშიძემ ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ უკანასკნელი ხუთი თვის განმავლობაში ხუთჯერ გაგზავნა ამანათი საფანგეთში.

1936

ტიპი: თანამდებობა

1936-1945 წლებში პაპუნა წერეთელი მუშაობდა რუსთაველის თეატრის მუზეუმის გამგედ.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს გამოქვეყნდა კალე ბობოხიძის პოემა „კავკასიონის ქარიშხალი“.

1936

ტიპი: თანამდებობა

1936-1937 წლებში კალე ბობოხიძე იყო ჟურნალ „ნიანგის“ პასუხისმგებელი მდივანი.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს გამოქვეყნდა აკაკი ბელიაშვილის მოთხრობა „ქსენოფონტეს გასაჭირი“.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს გამოქვეყნდა აკაკი ბელიაშვილის სატირულ-იუმორისტული მოთხრობა „უცნობი“.

1936

ტიპი: ავტორობა

1936-1939 წლებში გამოქვეყნდა ანასტასია აგლაძის მხატვრული ნარკვევები.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს დაიდგა ანასტასია აგლაძის კომედია „ცრუკულტუროსნები“.

1936

ტიპი: თანამდებობა

1936-1946 წლებში ალიო მირცხულავა შეთავსებით იყო ჟურნალ „მნათობის“ პასუხისმგებელი რედაქტორი.

1936

ტიპი: ორგანიზაცია

1936 წელს ალექსანდრე ჭეიშვილი გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1936

ტიპი: თანამდებობა

1936-1941 წლებში გიორგი ნახუცრიშვილი იყო მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსების მთარგმნელი იმელში.