საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87483

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 დეკემბერს კოტე აფხაზის თავმჯდომარეობით მოწვეულ ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომაზე განიხილეს თავადაზნაურობის დაწესებულებებში მოსამსახურეთა ნივთიერი დაკმაყოფილება ამ დაწესებულებათა ლიკვიდაციის გამო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დიმიტრი ჩოლოყაშვილი, მ. სუმბათაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ილია ზურაბიშვილი, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და გიორგი გვაზავა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომაზე ეროვნული საბჭოს ქონებათა გამგემ, გიორგი გვაზავამ განაცხადა, რომ თავადაზნაურობის დაწესებულებებში მოსამსახურეთა უზრუნველყოფის საკითხის განხილვა ნაადრევია, რადგან ახალი გამგებლობა ძველი თანამშრომლების დათხოვნას არ აპირებს და თუ ასე მოხდება, რა თქმა უნდა, ასეთი მოსამსახურეები დაკმაყოფილებულნი იქნებიან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დიმიტრი ჩოლოყაშვილი, მ. სუმბათაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ილია ზურაბიშვილი, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და გიორგი გვაზავა. სხდომის დადგენილებით, თავადაზნარობის დაწესებულებების მომსახურენი უსამსახუროდ დარჩენის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნებოდნენ დახმარებით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დიმიტრი ჩოლოყაშვილი, მ. სუმბათაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ილია ზურაბიშვილი, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და გიორგი გვაზავა. სხდომის დადგენილებით ქონების ჩაბარების და საქმეთა გადაცემის დროს, ეროვნულ საბჭოს აგრეთვე სათანადო ორგანოს მოსამსახურეთა სია უნდა გადაცემოდა, რომელშიც აღნიშნული იქნებოდა თითოეულის თანამდებობა, ხელფასის ოდენობა, მსახურობის ხანგრძლივობა და სხვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომაზე წარადგინეს ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულო მოსამსახურეთა სია: ილია ზურაბიშვილი, კონსტანტინე შათირიშვილი, ირაკლი თაზიშვილი, გრიგოლ იორდანიშვილი, დავით საყვარელიძე, ილია ალექსეევი, ტიხონ მხეიძე, მამედ კირჩხელი, დავით ვაჩნაძე, ბარნაბა გამსახურდია, დიმიტრი ფალავანდიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას თავმჯდომარეობდა კონსტანტინე აფხაზი; ესწრებოდნენ: დიმიტრი ჩოლოყაშვილი, მ. სუმბათაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, კონსტანტინე მაყაშვილი, ილია ზურაბიშვილი, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და გიორგი გვაზავა. სხდომაზე წარადგინეს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის სხვადასხვა დოკუმენტები (ნასყიდობის და გირავნობის აქტები).

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 8 დეკემბერს ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომაზე დიმიტრი ჩოლოყაშვილმა წარადგინა 1908 წლის 2 აგვისტოს დათარიღებული ელექტრო სადგურის ნასყიდობის აქტი.