რეგისტრირებული ფაქტები81534
სორტირება თარიღი მზარდობით
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის „დროების” ცნობით, თბილისის ცხოველთა დამცველი საზოგადოების გამგეობა წევრობის მსურველებს სთხოვდა, საწევრო ფული ხაზინადარ მ. ი. სერგეევთან მიეტანათ.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 29 მაისის გაზეთ "დროების" ცნობით, გენერალ ესაძეს თბილისში, ქირით, ათოთახიანი ბინა გადასცეს.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წელს „კავკაზში” დაიბეჭდა კავკასიის ნამესტნიკის ბრძანება, რომლის საფუძველზეც გენერალ-ადიუტანტი სვიატოპოლკ-მირსკი კავკასიის სამხედრო მაზრის უფროსად (არმიის მთავარსარდლად) დაინიშნა.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 29 მაისის გაზეთის “ნაშ ვეკ” ცნობით, თ. შარვაშიძემ რუსის ჯარს უღალატა და აფხაზები ააჯანყა, ამის გამო სოხუმი და მისი მაზრა ოსმალებმა ჩაიგდეს ხელთ.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 29 მაისის გაზეთ "დროების" ცნობით, 26 მაისს პოლკოვნიკ კომაროვის რაზმმა პენაკი და ოლთა უბრძოლველად დაიპყრო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წელს გაზეთი „დროება" იუწყება, რომ 18 მაისს გენერალმა აკლობჟიომ ქობულეთი აიღო და 600 კაცი ტყვედ აიყვანა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 9 მაისს გენერალმა დეველმა და მისმა ჯარმა ყარსის ახლომახლო ადგილები და სიმაგრეები დაათვალიერა.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 23 მაისს, გაზეთ "დროების" ცნობით, არშაკ ტერ-გუკასოვის ლეგიონმა ყარა-კილისი აიღო.
1877
ტიპი: მფლობელობა
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1877 წლის 30 მაისს ქალაქის მთავრობამ განიხილა ქალაქისთავის წინადადება სათეატრო ადგილის ყიდვის შესახებ და გადაწყვიტა, მეწარმე ჩითახოვისა და ალექსანდრე ზუბალაშვილისგან 13 000 თუმნად შეესყიდა სამხედრო სასამართლოს გვერდით მდებარე ადგილი.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ჭიჩოელის სტატია სახელწოდებით „დიდოელების არეულობა და კახეთი“, რომლის მიხედვით 1877 წლის 31 მაისს თავადმა გიორგი ჯორჯაძემ რომელიც ენისელში იმყოფებოდა შეიტყო დიდოელების არეულობის ამბავი და თელავის მმართველობას წერილობით რამდენჯერმე შეატყობინა, რომ დიდოელები კახეთში შესვლას ვერ მოახერხებდნენ და ადგილობრივი მოსახლეობა დაემშვიდებინათ, მაგრამ ამაოდ თელავის მმართველებს არაფერი გაუკეთებიათ მოსახლეობის დასამშვიდებლად.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 1-ელ ივნისს დიდოელები თავს დაესხნენ ცხვრების სადგომს და შილდის მთებამდე წაასხეს ისინი. ნიკა რუსიევმა შეკრიბა ოციოდე ახალგაზრდა ყმაწვილი, უკან დაედევნა დიდოელებს, მოკლეს რამდენიმე ლეკი და 300-მდე ცხვარი უკან დაუბრუნეს მეპატრონეებს.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 2 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გურჯაანში სვიმონ ანდრონიკაშვილს დაუწვეს ფიცრული სახლი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 2 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გურჯაანში, სოფელ ფხოველში ზაქარია ანდრონიკაშვილს დაუწვეს ბზით სავსე საბძელი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 2 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პეტერბურგიდან მიღებული შეტყობინების თანახმად დავით ჩუბინაშვილმა თითქმის დაასრულა ახალი რუსულ-ქართული ლექსიკონი. მას სურდა, ლექსიკონების გაყიდვიდან მიღებული თანხით დაეარსებინა სტიპენდია ქართველებისათვის რომელიმე უნივერსიტეტში.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ი. გოდაბრელიძე ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის გამგეობის წევრი იყო.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით მ. სესიოვი ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის გამგეობის წევრი იყო.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით სოლომონ წერეთელი ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის გამგეობის წევრი იყო.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 6 ივნისს გენერალ ლორის-მელიქოვის წინამძღოლობით ქართველთა ჯარსა და ოსმალებს შორის გაიმართა ბრძოლა, რომლის დროს გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა 4 ქართველი ოფიცერი.
1877
ტიპი: გარდაცვალება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 9 ივნისს რუსთა რაზმს თავს დაესხა ოსმალთა ჯარი, ბრძოლა რუსების სასარგებლოდ დასრულდა. ბრძოლის დროს დაიჭრა 363 ჯარისკაცი, გარდაიცვალა 3 ქართველი ოფიცერი: ვასენკოვი, პოლიაკოვი და თ. ბებუთოვი.