საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87870

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს ფილიპე იესეს ძე მახარაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს ბუდუ მდივანი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას დაესწრნენ გიორგი გვაზავა, რევაზ გაბაშვილი, კონსტანტინე აფხაზი, მიხეილ გრუზინსკი, დიმიტრი ფავლენიშვილი, რაჟდენ დათეშიძე, პეტრე მამრაძე, კონსტანტინე შათირიშვილი და ილია ზურაბიშვილი.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს შალვა ელიავა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 12 ივლისს გიორგი კოვალიოვზე თავდასხმისთვის ნაცემი ლევან ხერხეულიძე მიხეილის საავადმყოფოში ხმლით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი გვაზავამ ისაუბრა ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ გამოცემული დეკრეტის შესახებ, რომლის თანახმადაც ეროვნულ საბჭოს მიენიჭა იურიდიული პირის უფლება და ამ სტატუსით ქონების გადაცემას სანოტარო აქტის გაფორმება აღარ დასჭირდებოდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 12 ივლისს გიორგი კოვალიოვზე თავდასხმის შემდეგ ლევან ხერხეულიძე გაიქცა, მაგრამ ბაღთან ბელ-ვიუ შეიპყრეს და სცემეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს სერგო ორჯონიკიძე საბჭოთა რესპუბლიკების ავტორიზაციის იდეას ემხრობოდა.

1908

ტიპი: გარდაცვალება

1908 წლის 25 თებერვალს ვერის დაღმართზე გიორგი ალშიბაიამ რამდენიმე დამხმარე პირთან ერთად მოკლა თბილისის ჟანდარმების საგუბერნიო სამმართველოს უფროსის მოადგილე, როტმისტრი ვლადიმერ რუნიჩი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი გვაზავამ ისაუბრა, ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ გამოცემული დეკრეტის შესახებ, რომლის თანახმადაც დამტკიცდა ქართველ თავადაზნაურთა დადგენილება ქართველი ერისთვის ქონების გადაცემის შესახებ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი გვაზავამ ისაუბრა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის შესახებ. დეკრეტის თანახმად, ქართველ თავადაზნაურთა უფლებები ბანკების შესახებ გადავიდა ეროვნული საბჭოს კომპეტენციაში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გადაწყდა მცირე კომისიის შექმნა, რომელიც აირჩევდა რწმუნებულებს და იმუშავებდა თანხის განკარგვის მიმართულებით. კომისიის შემადგენლობა: რაჟდენ დათეშიძე, მიხეილ გრუზინსკი, დიმიტრი ფალავანდიშვილი, ვასილ ყიფიანი და გიორგი ლასხიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას დაესწრნენ გიორგი გვაზავა, რევაზ გაბაშვილი, პეტრე ქავთარაძე, პეტრე მამრაძე და ილია ზურაბიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 18 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას დაესწრნენ გიორგი გვაზავა, რევაზ გაბაშვილი, პეტრე ქავთარაძე, პეტრე მამრაძე და ილია ზურაბიშვილი. კრების გადაწყვეტილებით, ბანკის რწმუნებულების არჩევა მაისამდე გადაიდო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, კონსტანტინე მესხი და სექციის მდივანი, ილიას ზურაბიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: პეტრე ქავთარაძე, კონსტანტინე მესხი და სექციის მდივანი, ილიას ზურაბიშვილი. კრების დადგენილებით, თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა საგანგებო კრება მოიწვიეს, გაფიცულ მოსამსახურეთა მოთხოვნების განსახილველად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომამ მოისმინა ივანე დურგლიშვილის განცხადება ეროვნული საბჭოს სადგომის შესაკეთებელი ხარჯების გადახედვის შესახებ და საკითხი პეტრე მამრაძეს გადასცა, წერილობითი განმარტების წარმოსადგენად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ეროვნულ საბჭოს წევრთაგან აირჩიეს ოცდაათი ახალი რწმუნებული, ხოლო, სამოცდათხუთმეტი რწმუნებული – ძველი შემადგენლობიდან. რწმუნებულთა სია: გრიგოლ მაღალაშვილი, გაბრიელ თულაშვილი, ივანე ელიაშვილი, გრიგოლ ქურდიანი, ნიკოლოზ არჯევანიძე, კონსტანტინე თულაშვილი, მიხეილ სუმბათაშვილი, ვასილ გაბაშვილი, პავლე თუმანიშვილი, ალექსანდრე სუმბათაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ეროვნულ საბჭოს წევრთაგან აირჩიეს ოცდაათი ახალი რწმუნებული, ხოლო, სამოცდათხუთმეტი რწმუნებული – ძველი შემადგენლობიდან. რწმუნებულთა სია: მიხეილ მაჩაბელი, მაკარ ჯამბაკურ-ორბელიანი, რევაზ გაბაშვილი, დავით გურამიშვილი, ივანე ციციშვილი, ალექსანდრე ამირეჯიბი, იოსებ მამაცაშვილი, ნიკოლოზ ციციშვილი, დიმიტრი ჯავახიშვილი, ლევან დიასამიძე.