საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90414

1940

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე წუწუნავას განცხადებით, ოპერატორთან ჩხუბის შემდეგ ისინი „ხაზეინმა“ შეარიგა.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა საკატალოგო აღწერილობის შემმოწმებელმა კომისიამ ქრისტინე შარაშიძის ნამუშევარი შეამოწმა. გაირკვა, რომ მან შეადგინა 181 ხელნაწერის საკატალოგო აღწერილობა და აღწერა 2276 სტატია.

1940

ტიპი: ღონისძიება

1940 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა საკატალოგო აღწერილობის შემმოწმებელმა კომისიამ ქრისტინე შარაშიძის ნამუშევარი შეამოწმა. კომისიას წარმოადგენდნენ განყოფილების გამგე კონსტანტინე გრიგოლის ძე გრიგოლია და იმავე განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი შალვა გოზალიშვილი.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940-1950 წლებში აკაკი გაწერელია იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს ყაზახეთში გადასახლებულ თამარ შარაშიძე-ქარცივაძეს თბილისიდან წერილები გაუგზავნეს შვილებმა; ბიბი ქარცივაძემ შეატყობინა თავისი გამოცდების ამბავი, გოგი ქარცივაძემ საავადმყოფოდან მისწერა და გაწერილს შემდგე უფრო ვრცელი წერილის მიწერას შეჰპირდა.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს ყაზახეთში გადასახლებულ თამარ შარაშიძე-ქარცივაძეს თბილისიდან დამ, ქრისტინე შარაშიძემ, მისწერა, რომ თამარის შვილი, გოგი ქარცივაძე, სვანეთში აპირებდა წასვლას.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს არტემ ახნაზაროვმა დაწერა ავტობიოგრაფია.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს კონსტანტინე გრიგოლის ძე გრიგოლია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა საკატალოგო აღწერილობის შემმოწმებელი კომისიის განყოფილების გამგე იყო.

1940

ტიპი: ორგანიზაცია

1940 წელს ივანე პაპასკირი შევიდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1940

ტიპი: ორგანიზაცია

1940 წელს გიორგი ნახუცრიშვილი შევიდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გამოქვეყნდა კალე ბობოხიძის ლექსთა კრებული „ლირიკა“.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940-1945 წლებში ლავროსი კალანდაძე იყო სახელგამის სარედაქციო კოლეგიის უფროსი.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გამოქვეყნდა აკაკი ბელიაშვილის მოთხრობა „მამონას ცდუნება“.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გამოვიდა აკაკი ბელიაშვილის მოთხრობათა კრებული.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს დაიდგა ანასტასია აგლაძის პიესა „თერგის კომისარი“.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაწერა კომედია „აჩაკუნე“, რომელსაც მიენიჭა მესამე პრემია საქართველოს რესპუბლიკურ კონკურსზე.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გამოქვეყნდა ბესარიონ ჟღენტის ლიტერატურული პორტრეტი „დემნა შენგელია“.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გამოქვეყნდა ბესარიონ ჟღენტის „აკაკი წერეთელი – წინასიტყვაობა რჩეულ ნაწერების ერთტომეულის რუსული გამოცემისათვის“.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს ლევან ასათიანი იყო მოსკოვის გაზეთ „ლიტერატურნაია გაზეტას“ საქართველოს კორესპონდენტი.

1940

ტიპი: ორგანიზაცია

1940 წელს ივანე პაპასკირი გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს დაიბეჭდა სიმონ ჩიქოვანის თარგმანი „იგორის ლაშქრობის შესახებ“.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს ლევან ასათიანმა დაწერა „აკაკი წერეთლის ცხოვრება და შემოქმედება“.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940-46 წლებში სოლომონ ცაიშვილი საქართველოს სახალხო ლიტერატურულ მუზეუმში სწავლულ მდივნად მუშაობდა.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე სულავას წიგნი „ლიტერატურული წერილები“.

1940

ტიპი: თანამდებობა

1940 წელს გიორგი ლეონიძე აირჩიეს თბილისის საბჭოს დეპუტატად.