რეგისტრირებული ფაქტები1916
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის შემდეგ ალექსანდრე ჭავჭავაძე არაერთხელ იყო დაპატიმრებული ბოლშევიკური რეჟიმის მიერ.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარი, რომელიც იმპერიისთვის მიუღებელი სტატიის დაბეჭდვის გამო იყო დაპატიმრებული, მეტეხის ციხიდან გაათავისუფლეს.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 15 ივნისის „სახალხო გაზეთის“ ცნობით, გიორგი ილარიონის ძე გრძელიშვილი ეგზარქოსს მღვდელთმსახურების უფლების აღდგენას სთხოვს, ვინაიდან საოლქო სასამართლომ იგი არალეგალურ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებაში უდანაშაულოდ სცნო.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 7 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ტულაში საერთაშორისო ბანკის გაძარცვისთვის ბრალდებულ სტეფანოვს სამხედრო სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 14 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, არჩილ ნოზაძე, გ. ფასუაშვილი, ლაზო კაჭუნაშვილი, სანდრო მარგველაშვილი და ვასო მიქაბერიძე 5 წლით ასტრახანში გადაასახლეს.
1908
ტიპი: ნასამართლეობა
ხელისუფლების საწინააღმდეგო საქმიანობის გამო 1908 წელს ასლან-ბეგ აბაშიძე დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წელს ბოლშევიკებმა დატყვევებული სტეფანე ახმეტელაშვილი გაასამართლეს და სასჯელის მოსახდელად რუსეთში გაგზავნეს.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წელს ე.წ. „ტროიკამ“, ყოველგვარი გამოძიება-გასამართლების გარეშე როსტომ მუსხელიშვილს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის თებერვალში ჩეკისტებმა დააპატიმრეს გენერალი როსტომ მუსხელიშვილი და „სამხედრო ცენტრის“ სხვა 14 წევრი.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის თებერვალში, ნოე რამიშვილთან უთანხმოების გამო ლეო კერესელიძე მცირე ხნით დაკავებული იყო.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წელს ლეო კერესელიძე რევოლუციური საქმიანობის გამო დააპატიმრეს, თუმცა, არასაკმარისი სამხილების გამო მალევე გაათავისუფლეს.
1939
ტიპი: ნასამართლეობა
1939 წელს ალექსანდრე ზაქარიაძის საქმე სასამართლომ განიხილა, თუმცა ვერაფერი დაუმტკიცეს.
1913
ტიპი: ნასამართლეობა
1913 წელს მიხეილ საბაშვილი ადმინისტრაციული წესით გადაასახლეს ქალაქ ასტრახანში.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 21 ივლისს ნესტორ გარდაფხაძე ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ დააპატიმრა, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფელ შემოქმედის მცხოვრები, ძებნილი მიხ. ვანიძე პოლიციაში გამოცხადდა.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ოდესის საოლქო სასამართლოში ავადმყოფობის ხელოვნურად გავრცელების ბრალდებით ო. სინაურიძის, ა. ვასაძის, პ. და გ. მეტრეველების, მ. მოსიაშვილის, დ. კახიაშვილისა და ხ. ბეჩუაშვილის საქმე განიხილებოდა.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 31 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 29 მარტს პოლიციამ შეიპყრო ადმინისტრაციული წესით გადასახლებული და თვითნებურად დაბრუნებული თბილისის მოქალაქე კ. მ. მელხაძე.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებისთვის აწყურის უბნის ბოქაულები ლ. უზნაძე და პ. სოსიე პასუხისგებაში მისცეს.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 1-ელ თებერვალს პოლიციამ შეიპყრო თბილისის მოქალაქე ვ. ი. კოროსიანცი, რომელსაც ამიერკავკასიის რკინიგზის ინჟინერ გინტორის მკვლელობა ედებოდა ბრალად.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 2 თებერვალს თბილისის პოლიციამ ა. სარიჩკინას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მ. მ. პირუმოვი და ო. მოვსესოვი დააკავა.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, არკადი ნიკოლოზის ძე მილოვის დაჭრაში ეჭვმიტანილი ნოქრები სატუსაღოდან გაათავისუფლეს.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წელს იოსებ გედევანიშვილი ანტისაბჭოური გამოსვლებისათვის დააპატიმრეს. თუმცა მალევე გაათავისუფლეს.
1906
ტიპი: ნასამართლეობა
1906 წლის 12 აპრილს იოსებ გედევანიშვილი რევოლუციონერების მხარდაჭერისთვის კაპიტანი გედევანიშვილი დაითხოვეს არმიიდან, ჩამოართვეს სამხედრო წოდება და მიუსაჯეს 2 წლით პატიმრობა.

