საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88979

1921

ტიპი: სტატუსი

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარო მაყაშვილი ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

1921

ტიპი: სტატუსი

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ კალანდარაშვილი სტუდენტი იყო.

1921

ტიპი: სტატუსი

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პავლე (პალიკო) ბეშკენაძე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პავლე (პალიკო) ბეშკენაძე ქვეითი ბატალიონის ჯარისკაცი იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ფრონტზე მყოფი ქვეითი ბატალიონის ჯარისკაცების სახელით შოთა მანაგაძე ღრმა მწუხარებით იუწყება პავლე (პალიკო) ბეშკენაძის ფრონტზე გმირულად დაღუპვის შესახებ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ მეშვიდე ათასეულში მყოფი ქუთაისის გიმნაზიებისა და სასწავლებლების მოწაფეების მოხალისეთა რაზმი ღრმა მწუხარებას გამოთქვამდა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, პალიკო ბეშკენაძის დაღუპვის გამო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 23 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ თბილისის ქალთა მე-7 წმ. ნინოს სახელობის გიმნაზიის პედაგოგიური საბჭო და მოწაფეები გულისტკივილით იუწყებიან, რომ ბრძოლის ველზე დაიღუპა ამავე სასწავლებლის მოსწავლე მარო მაყაშვილი.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 23 თებერვალს ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპულ ნიკოლოზ ოთარის ძე ზანდუკელს სამხედრო ტაძარში დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ათასეულის უფროსი, ოფიცერთა საზოგადოება და ჯარისკაცები საზოგადოებას ლეიტენანტ გენო ლავრენტის ძე ქარუმიძის გმირულად დაღუპვას აუწყებენ.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ კალანდარაშვილი ფრონტზე მოხალისედ მსახურობდა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპული მოხალისე ჯარისკაცის, ნიკოლოზ კალანდარაშვილის პანაშვიდი მიხეილის საავადმყოფოში გაიმართებოდა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 19 თებერვალს ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა მოხალისე ჯარისკაცი, სტუდენტი ნიკოლოზ კალანდარაშვილი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ მეორე საარტილერიო დივიზიონის მეორე ბატარეის უფროსი ოფიცრები და ჯარისკაცები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ 19 თებერვალს მტერთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ კაპიტანი მიხეილ გრიგოლის ძე თუმანიშვილი და მოხალისე ჯარისკაცი, სტუდენტი ნიკოლოზ კალანდარაშვილი.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ გრიგოლის ძე თუმანიშვილი იყო არტილერიის ოფიცერი, კაპიტანი.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპული კაპიტნის, მიხეილ გრიგოლის ძე თუმანიშვილის პანაშვიდი ყოველდღე მიხეილის საავადმყოფოში გაიმართებოდა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 19 თებერვალს ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა კაპიტანი მიხეილ გრიგოლის ძე თუმანიშვილი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ„საქართველოში“ თამარ ალექსანდრეს ასული და კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილები შვილებით საზოგადოებას აუწყებენ, რომ გმირულად დაიღუპა მათი უფროსი ქალიშვილი, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი მარო მაყაშვილი.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარ ალექსანდრეს ასული მაყაშვილი მარო მაყაშილის დედა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილი მარო მაყაშვილის მამა იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარო მაყაშვილი ფრონტზე წითელი ჯვრის მოწყალების დად მსახურობდა.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 23 თებერვალს მარო მაყაშვილს ქაშვეთიდან გადაასვენებდნენ და ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის გალავანში დაკრძალავდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარო მაყაშვილის პანაშვიდი ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიაში გაიმართებოდა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 21 მარტს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში მარიამ ნიკოლოზის ასულ ფურცელაძის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „კიაზიმ ბეის სიტყვა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ სამხედრო სამინისტროს საარტილერიო სექციის მოსამსახურეთა მთელი შემადგენლობა ღრმა მწუხარებით იუწყება არტილერიის ოფიცრის, კაპიტან მიხეილ გრიგოლის ძე თუმანიშვილის ბრძოლის ველზე გმირულად დაღუპვას.