საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით მ. სესიოვი ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის გამგეობის წევრი იყო.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით სოლომონ წერეთელი ნაფარეულის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის გამგეობის წევრი იყო.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 6 ივნისს გენერალ ლორის-მელიქოვის წინამძღოლობით ქართველთა ჯარსა და ოსმალებს შორის გაიმართა ბრძოლა, რომლის დროს გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა 4 ქართველი ოფიცერი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „ოსმალოს საქართველო“, რომელშიც საუბარია აჭარაზე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 9 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა ერთ-ერთი ცხოვრებისეული ისტორია სათაურით „ხათაბალა“. ისტორიის ავტორის ფსევდონიმია „ანჩისხატისუბნელი“.

1877

ტიპი: გარდაცვალება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 9 ივნისს რუსთა რაზმს თავს დაესხა ოსმალთა ჯარი, ბრძოლა რუსების სასარგებლოდ დასრულდა. ბრძოლის დროს დაიჭრა 363 ჯარისკაცი, გარდაიცვალა 3 ქართველი ოფიცერი: ვასენკოვი, პოლიაკოვი და თ. ბებუთოვი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ჩანაწერის „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაბადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“, მეორე ნაწილი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ლეკთა მიერ მოტაცებული ცხვარი რუსიშვილმა ადგილობრივების დახმარებით უკან შილდაში დააბრუნა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ აბაშიძემ დაწერა კომედია „ცოლი თუ გინდა ეს არის“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 9 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით აღალო თუთაევმა დაწერა კომედია „ფული ვიტირო თუ ცოლიო“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 11 ივნისს ციხისძირთან ქართველ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ ოსმალები. ბრძოლის დროს დაჭრეს ივანე ტერიაშვილი, მელიქოვი, პოპოვი, ულიანოვი, ჩხეიძე, აბულაძე და სხვები.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 12 ივნისს დიდოელები თავს დაესხნენ სიკო ჯორჯაძის ჯარს.

1877

ტიპი: გარდაცვალება

1877 წლის 12 ივნისს ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი სიმონ სიმონის ძე ჩარკვიანი გარდაიცვალა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 15 ივნისს გენერალ ალხაზოვის ჯარს აფხაზეთში ოსმალები დაესხნენ თავს. ბრძოლის დროს დაიჭრა 21 ქართველი ჯარისკაცი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 16 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნათიევის ვრცელი წერილი თუ როგორ ზედმიწევნით და კარგად ასწავლიდნენ ახალგზარდებს ქართულ ენას სკოლებში.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 16 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია „კავთობა სოფელ კურდღელაურში“. სტატიიდან შეგვიძლია გავეცნოთ ერთ-ერთი ადგილობრივი გლეხის მიერ მონათხრობ ისტორიას „კავთობის“ შესახებ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 16 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით გენერალ ოკლობჟიოს რაზმი ციხისძირთან თავს დაესხა ოსმალებს. ბრძოლის დროს გარდაიცვალა 11 ქართველი ოფიცერი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 16 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ჩანაწერის „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაბადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“, მესამე ნაწილი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 16 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ქალების არჩევანის უფლება და ინგლისის პარლამენტი“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 16 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის საპასუხო წერილი „ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს“ 29 მაისს გაზეთ „დროებაში“ დაბეჭდილ ფ. ნათიევის წერილზე.

1877

ტიპი: ორგანიზაცია

1877 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ავეტიქ არუთინოვი ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალფონს დოდეს მოთხრობა „მედროშე“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ჩანაწერი „ეთნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაბადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის პირუტყვთა მკურნალის შეინ-ფოგელის განცხადება ქალაქში გავრცელებული საქონლის თურქული სენის შესახებ.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 23 ივნისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ვასილ პეტრიაშვილი ოდესაში მოღვაწე ერთ-ერთი ქართველი პროფესორი იყო.