საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90610

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს ზაქარია მდივანმა თბილისის კადეტთა კორპუსის სასწავლებელი დაასრულა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წელს ზაქარია მდივანმა კონსტანტინეს სამხედრო სასწავლებელი დაასრულა.

1889

ტიპი: განათლება

1898 წელს ზაქარია მდივანმა დაასრულა გენერალური შტაბის აკადემია პირველი თანრიგით.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლიდან ზაქარია მდივანი ვარშავის საციხოვნო არტილერიაში და კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა. სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ იგი ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ზაქარია მდივანი გენერალურ შტაბში გადაიყვანეს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899-1902 წლებში ზაქარია მდივანი კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი ადიუტანტის თანაშემწედ მსახურობდა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900-1901 წლებში ზაქარია მდივანი მსახურობდა ასეულის მეთაურად კავკასიის მე-3 მსროლელ ბატალიონში.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს ზაქარია მდივანი ხერსონის 130-ე ქვეითი პოლკის ბატალიონს მეთაურობდა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს ზაქარია მდივანს პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წლის 2 ივნისს ზაქარია მდივანი მე-13 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსად დაინიშნა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის 6 დეკემბერს ზაქარია მდივანს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907-1908 წლებში ზაქარია მდივანი ბათუმში, მიხეილის სიმაგრის შტაბის უფროსად მსახურობდა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს ზაქარია მდივანი 39-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსად დაინიშნა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-1910 წლებში ზაქარია მდივანი მე-13 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსად მსახურობდა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910-1912 წლებში ზაქარია მდივანი სევასტოპოლის სიმაგრის შტაბის უფროსად მსახურობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912-1915 წლებში ზაქარია მდივანი ერევნის ლაიბ-გვარდიის მე-13 პოლკის მეთაურად მსახურობდა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს ზაქარია მდივანი იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ფლიგელ-ადიუტანტად დაინიშნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 აგვისტოს ზაქარია მდივანი იმპერატორის ამალაში ჩაირიცხა და იმპერატორის უახლოეს გარემოცვაში შედიოდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის აპრილ-ივლისში ზაქარია მდივანი კავკასიის არმიის მთავარსარდლის განკარგულებაში იმყოფებოდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915-1917 წლებში ზაქარია მდივანი კავკასიის მე-4 საარმიო კორპუსის შტაბის უფროსად მსახურობდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 20 მარტს 39-ე ქვეითი დივიზიის მეთაურად დაინიშნა და სექტემბრამდე იმყოფებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის მთავარი უფროსის თანამდებობაზე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის სექტემბრიდან 1918 წლის იანვრამდე ზაქარია მდივანი იყო ბათუმის სიმაგრის შტაბის უფროსი, ბათუმის სამხედრო კომენდანტი და ბათუმის ოლქში განლაგებული ყველა საჯარისო ნაწილის უფროსი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის აპრილში, ოსმალების მიერ ბათუმის აღების დროს, ზაქარია მდივანი გენერალ ალექსანდრე გედევანიშვილთან ერთად, ტყვედ ჩავარდა, თუმცა, მალევე გათავისუფლდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-1921 წლებში ზაქარია მდივანი საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროში მსახურობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 ოქტომბერს გენერალი ზაქარია მდივანი სამხედრო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა სამეურნეო ნაწილში.