რეგისტრირებული ფაქტები90731
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 9 დეკემბერს გიორგი კვინიტაძეს რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, გიორგი კვინიტაძე სამშობლოში დაბრუნდა და ქართული სამხედრო ნაწილების შექმნაზე დაიწყო ზრუნვა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს გიორგი კვინიტაძე ახლადშექმნილ ქართველ სამხედროთა კავშირის კომიტეტში აირჩიეს.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 10 სექტემბერს გიორგი კვინიტაძე კავკასიის მე-15 მსროლელი პოლკის მეთაურად დაინიშნა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 27 სექტემბერს გიორგი კვინიტაძეს დროებითი მთავრობის მიერ გიორგის სტატუტის 49-ე და 54-ე მუხლების საფუძველზე გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 იანვარს გიორგი კვინიტაძე კავკასიის ფრონტის გენერალ-კვარტერმეისტერის თანაშემწედ დანიშნეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის აპრილში ამიერკავკასიის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის გრიგოლ გიორგაძის ბრძანებით გიორგი კვინიტაძე ამიერკავკასიის რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლად და სამხედრო მინისტრის თანაშემწედ დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, 1918 წლის 27 მაისს გიორგი კვინიტაძე ახლადშექმნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად და რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის თანაშემწედ დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის ივნისის ბოლოს, მთავრობის მიერ გატარებულ სამხედრო რეფორმებთან დაკავშირებული პროტესტის ნიშნად გიორგი კვინიტაძე სამხედრო მინისტრის თანაშემწისა და მთავარსარდლის თანამდებობებიდან გადადგა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის მაისიდან 1920 წლის ოქტომბრამდე, და 1921 წლის თებერვალ-მარტში გიორგი კვინიტაძეს ისევ ეკავა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917-1921 წლებში მმართველ სოციალ–დემოკრატიულ პარტიასთან სერიოზული იდეოლოგიური უთანხმოების გამო გიორგი კვინიტაძეს ხშირად უწევდა დაკავებული თანამდებობებიდან გადადგომა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917-1921 წლებში გიორგი კვინიტაძე ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას. გადამდგარი გენერალი თანამშრომლობდა ქართულსამხედრო გაზეთთან, აქვეყნებდა სტატიებს და არჩეული იყო „სამხედრო ცოდნის მოყვარულთა“ ქართული საზოგადოების თავმჯდომარედ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის დეკემბერი – 1919 წლის იანვრის პერიოდში გიორგი კვინიტაძე იყო სომხეთ-საქართველოს ომის სადახლო-შულავერის ფრონტის საველე შტაბის უფროსი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის დეკემბერი – 1919 წლის იანვრის პერიოდში გიორგი კვინიტაძე მოხალისედ წავიდა გამწვევ პუნქტში, რათა ოფიცერთა პოლკში რიგით მებრძოლად ჩაწერილიყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის იანვარში, სომხებთან ომის შემდეგ გიორგი კვინიტაძე კვლავ გადადგა სამხედრო მეთაურის თანამდებობიდან.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის იანვარში სამხედრო მინისტრის გრიგოლ გიორგაძის გადაწყვეტილებით შეიქმნა სომხეთ-საქართველოს ომის ისტორიის შემსწავლელი კომისია, რომლის თავმჯდომარედაც გენერალი გიორგი კვინიტაძე დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის თებერვალში მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას პირადი თხოვნით გენერალი გიორგი კვინიტაძე ახალციხის ფრონტზე გაემგზავრა და სარდლად დაინიშნა ეგრეთ წოდებული „სამხრეთ–დასავლეთ კავკასიის”, იგივე „ყარსის რესპუბლიკასთან“ ომში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 აპრილს გიორგი კვინიტაძემ საბოლოოდ დაამარცხა ე.წ. „ყარსის რესპუბლიკის“ საჯარისო შენაერთები და ადგილობრივი ისლამისტური საბრძოლო რაზმები, არტაანში შევიდა და ქართული პროვინციების შემოერთებით დაასრულა 1919 წლის გაზაფხულის ორთვიანი საბრძოლო ეპოპეა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ზაფხულში მთავრობის დავალებით გენერალმა გიორგი კვინიტაძემ პირველი ქართული ეროვნული სამხედრო სასწავლებლის ჩამოყალიბება დაიწყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის აგვისტოში გიორგი კვინიტაძე თავისივე ჩამოყალიბებული ეროვნული სამხედრო სასწავლებლის მმართველად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის აპრილში გიორგი კვინიტაძის ინიციატივითა და მისივე პროექტით შეიქმნა სახელმწიფო თავდაცვის საბჭო, რომელსაც რესპუბლიკის სამხედრო რესურსები მოსალოდნელი ომისათვის უნდა მოემზადებინა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის ომში გენერალმა გიორგი კვინიტაძემ დაამარცხა რუსეთის ჯარები, წითელ ხიდამდე დაახევინა უკან, გააგრძელა შეტევითი მოქმედებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, აღსტაფის მიმართულებით, თუმცა თბილისიდან გაგზავნილი ბრძანების შემდეგ იძულებული გახდა შეეჩერებინა შემდგომი სამხედრო მოქმედებები, რითაც საქართველომ ხელიდან გაუშვა მტრის დამარცხებისა და ამიერკავკასიის ბოლშევიკებისგან სრული გაწმენდის ხელსაყრელი მომენტი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის ივნისში ცხინვალის რეგიონში რუსი ბოლშევიკების ინიცირებით მოხდა ოსების აჯანყება. მათ დაამარცხეს მთავრობის მცირე რაზმი და ქალაქი ცხინვალი დაიკავეს. გიორგი კვინიტაძის აქტიური საომარი მოქმედებით ქართველებმა იოლად აიღეს ცხინვალი და 21 ივნისს როკის უღელტეხილი დაიკავეს.

