საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92070

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-1901 წლებში ზაქარია ბაქრაძე რუსეთის არმიის ლაშქრობაში მონაწილეობდა ჩინეთში.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის დეკემბრიდან ზაქარია ბაქრაძე აღმოსავლეთ ციმბირის მე-3 ქვეითი დივიზიის 1-ელ მეტყვიამფრქვევეთა ასეულს მეთაურობდა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წლის 28 იანვრიდან ზაქარია ბაქრაძე ვლადივოსტოკის მე-3 ქვეით პოლკს მეთაურობდა.

1807

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 6 თებერვალს ზაქარია ბაქრაძე აღმოსავლეთ ციმბირის მე-9 ქვეით პოლკში დაბრუნდა მეტყვიამფრქვევეთა ქვედანაყოფის მეთაურად.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 13 ივლისს ზაქარია ბაქრაძე ბატალიონის მეთაურად დაინიშნა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912-1913 წლებში ზაქარია ბაქრაძე საპოლკო სასამართლოს უფროსი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს ზაქარია ბაქრაძე 54-ე მინსკის ქვეით პოლკში გადაიყვანეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისა და სიმამაცისათვის, ქალაქ ლვოვის აღების დროს, 1914 წლის 31 დეკემბერს ზაქარია ბაქრაძეს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და მთავარსარდლის მიერ დაჯილდოვდა გიორგის ოქროს იარაღით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლიდან ზაქარია ბაქრაძე სამხრეთ-დასავლეთის ფრონტზე იბრძოდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლიდან ზაქარია ბაქრაძე მინსკის ბულგარეთის მეფის სახელობის 54-ე ქვეით პოლკს მეთაურობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 ნოემბერს ზაქარია ბაქრაძემ ელვისებური შეტევით სძლია მასზე აღმატებულ მოწინააღმდეგეს და ტყვედ აიყვანა ავსტრიელთა ბრიგადის მეთაური, 10 ოფიცერი და 600 ჯარისკაცი. ხელთ იგდო აგრეთვე 4 ტყვიამფრქვევი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 24 აპრილს ზაქარია ბაქრაძე დააჯილდოვეს წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 3 ნოემბერს ზაქარია ბაქრაძე დააჯილდოვეს წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ზაქარია ბაქრაძე წმინდა გიორგის ორდენების ისტორიაში იგი უკანასკნელი ქართველი კავალერისტი იყო 1769 წლიდან და ერთადერთი I მსოფლიო ომის დროს, ვინც დაიმსახურა ამ ორდენის ეს ხარისხი.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს ზაქარია ბაქრაძე წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს ზაქარია ბაქრაძე წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს ზაქარია ბაქრაძე წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ზაქარია ბაქრაძე წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს ზაქარია ბაქრაძე წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 აპრილს ზაქარია ბაქრაძე საქართველოში დაბრუნდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ ზაქარია ბაქრაძე ეროვნულ არმიას შეუერთდა და მაღალი რანგის თანამდებობის პირი გახდა საქართველოს სამხედრო სამინისტროში.

1918

ტიპი: თანამდებობა

სომხეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას, 1918 წლის 20 დეკემბერს, სამხედრო მინისტრის #235 ბრძანებით ზაქარია ბაქრაძე ოფიცრების მოხალისეთა ცალკეული პოლკის მეთაურად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 20 დეკემბერს ზაქარია ბაქრაძეს ქართული არმიის გენერლის წოდება მიენიჭა.

1920

ტიპი: ღონისძიება

ზაქარია ბაქრაძე სომხეთ-საქართველოს და რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომებში მონაწილეობდა.