საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92406

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918-1921 წლებში, სოლომონ ყარალაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში სოლომონ ყარალაშვილი იყო ცხინვალის ლაშქრის უფროსი, ფოთის პორტისა და სადგურის გენერალ-გუბერნატორი, ფოთში განლაგებული ჯარების და ჯავშანმატარებლის უფროსი.

1921

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტიდან, სოლომონ ყარალაშვილი ემიგრაციაში არ წასულა და დარჩა სამშობლოში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტიდან სოლომონ ყარალაშვილმა სამხედრო სამსახური გააგრძელა წითელ არმიაში.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის აჯანყების დროს სოლომონ ყარალაშვილს დასავლეთ საქართველოს ჯარების სარდლის თანამდებობა ეკავა.

1924

ტიპი: გარდაცვალება

სოლომონ ყარალაშვილი 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ დახვრიტეს.