რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება თარიღი მზარდობით
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე დირექტორად აირჩიეს დავით ივანეს ძე ავალიშვილი.
1877
ტიპი: ავტორობა
გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე გადაწყვიტეს, რომ ზედამხედველობის კომიტეტისთვის მიეცათ უფლება სამსახურიდან დაეთხოვათ ის დამფასებელნი (აცენჩიკები), რომელნიც თავის მოვალეობას რიგიანად ვერ ასრულებდნენ.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე გადაწყვიტეს, აღესრულებინათ ფინანსთა მინისტრის წინადადება, რომ ბანკის მოვახშეებს, რომლებიც ჯარში იმყოფებოდნენ, შესაძლებლობა ჰქონოდათ, ბანკში შესატანი ფული გადაეხადათ 1877 წლის 1-ელი ივლისიდან 1878 წლის 1-ელ ივლისამდე.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე გადაწყვიტეს, რომ ბანკის ორი წლის მოგებიდან გადაედოთ თანხის ის რაოდენობა, რომლითაც შესაძებელი იქნებოდა ორი სტუდენტის დაფინანსება.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 15 ნოემბერს ილია ჭავჭავაძე დაესწრო სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელ წევრთა კრებას, რომელზეც ბანკის მოგების საზოგადოების სასარგებლოდ განაწილების საკითხი განიხილეს.
1877
ტიპი: გარდაცვალება
1877 წლის 17 ნოემბერს ქუთაისის მთავარანგელოზთა ტაძრის მღვდელი სიმონ ბესარიონის ძე მიქიევი (მიქიაშვილი) გარდაიცვალა.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 24 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სტატია თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა გადამწერლის საქმიანობას საქართველოში და რომ მწიგნობარ-გადამწერლები უსტამბობის დროს ერთადერთნი იყვნენ, რომლებიც მწიგნობრობას ავრცელებდნენ საზოგადოებაში. სტატიას თან ერთვის ერთ-ერთი გადამწერლის დავით ალექსის ძე მესხიშვილის ბიოგრაფია.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა წერილი გურიიდან, კერძოდ სოფელი ბახვიდან, რომელიც ახალგზარდა გოგონამ ნინა ნიკოლაიშვილმა დასაბეჭდად გამოუგზავნა გამგეობას. წერილში ის ითხოვდა, რომ არამხოლოდ ბიჭების განათლებაზე ეზრუნა მთავრობას, არამედ მისნაირ სწავლამოწყურებული გოგონებისთვისაც გაეხსნათ სასწავლო დაწესებულება, რომ მიეღო სათანადო განათლება.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გლეხური სიმღერები ომზე და ვაჟკაცობაზე, რომლებიც რედაქციას დასაბეჭდად გადასცა ზაქარია ჭიჭინაძემ.

