რეგისტრირებული ფაქტები88290
სორტირება თარიღი მზარდობით
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს ჟურნალ „ივერიის“ მე-7 და მე-8 ნომრებში დაიბეჭდა სიმონ ღოღობერიძის მიერ ფრანგულიდან, ორიგინალიდან, ნათარგმნი სტატია „მოთხრობა სპარსეთის და საქართველოს არეულობის თაობაზე“.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს გრიგოლ არწრუნმა თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს აქვსენტი ანტონის ძე ცაგარელი თბილისში შექმნილი მუდმივი ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი იყო.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს სერგეი ნიკოლოზის ძე სტრელეცკი თბილისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი იყო.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით ბაშკიჩეთში მამასახლისისა და მოსამართლეების არჩევნები გაიმართა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს ილია ჭავჭავაძემ თბილისის გუბერნატორს თელავისა და კონდოლის დამზოგველი საზოგადოებების წესდებათა პროექტები წარუდგინა.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-91 წლებში სოკრატე ლუკას ძე ფერაძე არგვეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-1900 წლებში ლავრენტი ნიკოლოზის ძე ცქიტიშვილი სოფ. დილიკაურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს ნიკოლოზ ათანასეს ძე ჭანიშვილი სოფ. დედალაურის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წლიდან იონა მეუნარგია თბილისის სხვადასხვა ქართულ-რუსული გაზეთის კორესპონდენტი იყო.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-1913 წლებში ნიკოლოზ სიმონის ძე გორდეზიანი საკაოს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წელს ტიმოთე ვასილის ძე გიორგაძე იმერუხუთის წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მღვდელი იყო.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-80 წლებში გიორგი თუმანიშვილი ქართული თეატრის პირველი მუდმივი დასის ხელმძღვანელი და რეჟისორი იყო.

