რეგისტრირებული ფაქტები88290
სორტირება თარიღი მზარდობით
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს გორის მაზრაში დაბრუნებულმა შიო მღვიმელმა მთელი გზა გორიდან ჯავამდე ფეხით გაიარა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს ბრეთში ჩასულ შიო მღვიმელს ოჯახიდან მხოლოდ დეიდამისი, ბესო თედეშვილის მეუღლე დახვდა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს ბრეთში ჩასულ შიო მღვიმელს დეიდამისმა უთხრა, რომ მისი ოჯახი ჯავაში იყო გადასული საცხოვრებლად.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს ჯავაში ჩასულმა შიო მღვიმელმა მამამისის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.
1879
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1879 წელს შიო მღვიმელის დეიდა, ბესო თედეშვილის ცოლი, ცხოვრობდა სოფელ ბრეთში.
1879
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1879 წელს შიო მღვიმელის ძმას გიორგი ქუჩუკაშვილს ჰყავდა სიმამრი, დეკანოზი ხუციშვილი.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს გიორგი ქუჩუკაშვილმა განჯაში ახალი სამსახურის პოვნის შემდეგ ოჯახი და ძმა, შიო დროებით ყვარელში დატოვა დეკანოზ ხუციშვილთან.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წელს გიორგი ქუჩუკაშვილმა განჯაში გუბერნატორის კანცელარიაში დაიწყო მუშაობა.
1879
ტიპი: მფლობელობა
1879 წელს მახარობელ ქუჩუკაშვილი მიერ დავარაშვილისთვის მიცემული ვექსელის ძალით ბრეთში შიო მღვიმელის სახლ-კარის ნახევარი დავარაშვილის ხელში გადავიდა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა პოემა „მეფე დიმიტრი თავდადებული“, რომელიც ილია ჭავჭავაძემ პეტრე გიორგის ძე ნაკაშიძეს მიუძღვნა.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 9 იანვრის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ მ. პეტრიძის გადმოცემით მწერლებს სამგვარი მძიმე შრომა უწევდათ: ჯერ წიგნი უნდა შეედგინათ, შემდეგ თანხა გამოეღოთ დასაბეჭდად და ბოლოს სტამბის გამართულად მუშაობის საკითხიც მათ უნდა მოეგვარებინათ, რისთვისაც ძირითადად თანხა არ ჰქონდათ, ამიტომ ეს საქმე არაშემოსავლიანი იყო მათთვის, რამაც გამოიწვია წიგნების იშვიათი ბეჭდვა.
1879
ტიპი: ავტორობა
1879 წლის 9 იანვრის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით როსტომაშვილის სტატია თუ როგორ შეაფასა საზოგადოებამ ჟურნალი „ივერია“. მისი გადმოცემით, საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა ჟურნალი და გამომცემლებს ბრალი დასდო, რომ ისინი „ძველი ენით“ წერდნენ, რაც მათთვის მიუღებელი და სამარცხვინო იყო.

