რეგისტრირებული ფაქტები82109
სორტირება თარიღი მზარდობით
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 27 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის წინადადება საზოგადოების სასარგებლოდ მეჯლისის გამართვის შესახებ. კრებამ წინადადება მოიწონა და მეჯლისის ორგანიზება მასვე დაავალა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 27 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1880
ტიპი: გარდაცვალება
1880 წლის 27 ნოემბერს სვირის წმ. თომა მოციქულის ეკლესიის მღვდელი დავით სიმონის ძე ბებიაშვილი გარდაიცვალა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 12 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 12 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ ივანე მაჩაბლის თხოვნა საკვირაო სკოლების გახსნის შესახებ არ დააკმაყოფილა.
1880
ტიპი: გარდაცვალება
1880 წლის 15 დეკემბერს სოფ. ვარდიგორის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი სვიმონ მათეს ძე ყიფშიძე გარდაიცვალა.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლის 17 დეკემბერს სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ მამუკას ძე კოხრეიძე გარდაიცვალა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 25 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლისთვის შენობის დაქირავების, სასწავლო საათების რაოდენობისა და სასწავლო პროგრამის დამტკიცების საკითხები განიხილეს.
1880
ტიპი: გარდაცვალება
1880 წლის 31 დეკემბერს სოფ. კინჩხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი შიო იოვანეს ძე ქაროსანიძე გარდაიცვალა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ბათუმის სკოლა გაიხსნა, რომელსაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება განაგებდა და მოსე ივანეს ძე ნათაძე მართავდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს გაბრიელ ქიქოძე ქუთაისის სახალხო სკოლების მასწავლებლების კრებაზე გამოვიდა სიტყვით, რომელიც შემდეგ დაიბეჭდა ჟურნალ-გაზეთებში.
1881
ტიპი: ორგანიზაცია
1881 წელს სესირყვა ლაკერბაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს სილიბისტრო თოფურიძე სენაკის მაზრის სოფელ ნოსირის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის მასწავლებელი იყო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის სექტემბრიდან 1885 წლის 4 მაისამდე მიხეილ თავამაშვილი, მათე ალანია და ანტონ ნალბანდიშვილი ბათუმის სკოლაში სწავლობდნენ.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების საქმისმწარმოებელი გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე იყო.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი იყო საზოგადოების მდივანი.