რეგისტრირებული ფაქტები82179
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ავტორობა
1909 წლის 3 აგვისტოს შალვა ელიავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტერბურგიდან თბილისში წერილით შეატყობინა, რომ განათლების მინისტრის ცირკულარის თანახმად, მას იმ წელს აუცილებლად უნდა დაემთავრებინა უნივერსიტეტი. ის უსახსრობის გამო გამგეობისგან ითხოვდა დახმარებას.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 22 აპრილს ქართველმა სტუდენტების მიერ პეტერბურგიდან თბილისში ილია ჭავჭავაძისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ მათ საბერძნეთში თანაგრძნობის დეპეშის გაგზავნა უნდოდათ, საბერძნეთის ელჩსაც შეუთანხმდნენ, მაგრამ სტუდენტთა დიდი ნაწილის უარის გამო აღარ გაგზავნეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძის მოხსენება, რომ ფოტოსახელოსნოსთვის ბინა დაექირავებინათ ერევნის მოედანზე, ხარაზოვის სახლში, რომელსაც სახლის პატრონი სპეციალურად ააშენებდა ფოტოგრაფიისათვის, იმ ადგილას, სადაც ადრე ალექსანდრე როინაშვილის ფოტოსახელოსნო იყო. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 27 თებერვალს სათავადაზნაურო ბანკში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების იმ კომისიიის კრება, რომელსაც დავალებული ჰქონდა სკოლების გახსნასთან დაკავშირებულ პრობლემათა გამორკვევა. კრებას დაესწრნენ კომისიის წევრები: ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, აკაკი როსტომის ძე წერეთელი, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე და გამგეობის მდივანი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 იანვარს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს აცნობა, რომ ალექსანდრე ბაქრაძის ჭირისუფლებმა საზოგადოებას გარდაცვლილის ყულაბა გადასცეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ბუჭუა აფაქიძის თხოვნის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა, რომ სამეგრელოს სამრევლო სკოლების ზედამხედველ თედო ჟორდანიას შეესწავლა აფაქიძის დაარსებული სკოლის მდგომარეობა და ეცნობებინა გამგეობისთვის მასწავლებელთა და მოსწავლეთა რაოდენობა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბუჭუა აფაქიძის თხოვნა, რომ გამგეობა დახმარებოდა მას სააფაქიძიო ეწერში, სამეგრელოში მის მიერ დაარსებული სამრევლო სკოლის მასწავლებლისთვის ხელფასის, 10 მანეთის დანიშვნით.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 10 აპრილს სათავადაზნაურო სკოლის საღმრთო სჯულის მასწავლებელი, მღვდელი დიმიტრი ჯანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართავს თხოვნით, დროებით დაუთმონ „ახალი აღთქმის“ ქართულ ენაზე გამოსაცემად საჭირო ხეზე ნაკვეთი ყვავილებიანი ასომთავრულები. დაკარგვის შემთხვევაში მთხოვნელი კისრულობს ზარალის ანაზღაურებას.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ განმარტა სკოლების გახსნასთან დაკავშირებული პრობლემების განსახილველად არჩეული კომისიის დანიშნულება. კავკასიის ოლქის მზრუნველმა საზოგადოებას უარს განუცხადა კერძო სკოლების გახსნაზე და საზოგადოების თანხით მხოლოდ პირველდაწყებითი სახალხო სკოლების დაარსების უფლება მისცა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 9 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სკოლების გახსნასთან დაკავშირებული დამაბრკოლებელი მიზეზების განსახილველად სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს: აკაკი როსტომის ძე წერეთელი, გაბრიელ საყვარელიძე, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 ოქტომბერს მარტვილის ორკლასიანი სასწავლებლის სასწავლო კომიტეტის წევრები – იასონ გეგეჭკორი, სერაფიონ გეგეჭკორი, ნ. ხვინგია, ნ. ქუთათელაძე და ვ. მონიავა –განათლების სამინისტროს სკოლის დირექტორად ნაღვარევის ერთკლასიანი სასწავლებლის გამგის, სილიბისტრო პეტრეს ძე ფაციას, დანიშვნას სთხოვენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 აგვისტოს მარიამ ბესარიონის ასულ კვინიხიძე-სოკოლოვას განათლების სამინისტრომ სასწავლებლის დამთავრების მოწმობის უგამოცდოდ გაცემაზე უარი უთხრა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 ოქტომბერს ყარსის ქალთა სასწავლებლის ყოფილმა ზედამხედველმა ნ. გ. სერგეევამ განათლების სამინისტროს თბილისის პირველი დაწყებითი სკოლის გამგის მ. გ. კონიაშვილისთვის დახმარება სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 4 აპრილს განათლების სამინისტროს სალიკვიდაციო თანხის ანაზღაურების თხოვნით მიმართეს ბათუმისა და ყარსის გიმნაზიების თანამშრომლებმა: ლ. ი. სახაროვმა, ალექსანდრე თოხაძემ, ო. ა. ივანოვმა, დ. ს. მგელაძემ, ტ. ვ. დობროლიუბოვამ, ე. ი. ნაუროვამ, დ. ს. მგელაძემ, ვ. მ. სკარდინომ, ო. ა. დახნოვიჩმა, ა. გ. ტუვოვმა, გ. პ. ვაიევმა, ნ. ვ. ბურიშინმა, ე. ი. ილიუშინმა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 აგვისტოს ი. ს. ჩერნიშევი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში მართლწერის მასწავლებლად მუშაობდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე განიხილეს წიგნსაცავისა და მუზეუმის შენობის აგების საკითხი, რაზეც იაკობ გოგებაშვილმა განაცხადა, რომ ეს საჭირო არ იყო, მით უფრო, რომ საზოგადოებას, წესდების მიხედვით, არ ჰქონდა უძრავი ქონების შესყიდვის უფლება; წინააღმდეგ შემთხვევაში წესდება უნდა შეცვლილიყო.