რეგისტრირებული ფაქტები93072
სორტირება თარიღი მზარდობით
1880
ტიპი: გარდაცვალება
1880 წლის 15 დეკემბერს სოფ. ვარდიგორის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი სვიმონ მათეს ძე ყიფშიძე გარდაიცვალა.
1880
ტიპი: თანამდებობა
1880 წლის 17 დეკემბერს სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ მამუკას ძე კოხრეიძე გარდაიცვალა.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წლის 25 დეკემბერს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლისთვის შენობის დაქირავების, სასწავლო საათების რაოდენობისა და სასწავლო პროგრამის დამტკიცების საკითხები განიხილეს.
1880
ტიპი: გარდაცვალება
1880 წლის 31 დეკემბერს სოფ. კინჩხის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი შიო იოვანეს ძე ქაროსანიძე გარდაიცვალა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს ბათუმის სკოლა გაიხსნა, რომელსაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება განაგებდა და მოსე ივანეს ძე ნათაძე მართავდა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წელს გაბრიელ ქიქოძე ქუთაისის სახალხო სკოლების მასწავლებლების კრებაზე გამოვიდა სიტყვით, რომელიც შემდეგ დაიბეჭდა ჟურნალ-გაზეთებში.
1881
ტიპი: ორგანიზაცია
1881 წელს სესირყვა ლაკერბაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს სილიბისტრო თოფურიძე სენაკის მაზრის სოფელ ნოსირის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის მასწავლებელი იყო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის სექტემბრიდან 1885 წლის 4 მაისამდე მიხეილ თავამაშვილი, მათე ალანია და ანტონ ნალბანდიშვილი ბათუმის სკოლაში სწავლობდნენ.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების საქმისმწარმოებელი გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე იყო.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი იყო საზოგადოების მდივანი.
1881
ტიპი: ავტორობა
1880 წელს დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანის მიერ შედგენილ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებში აღნიშნულია, რომ საზოგადოების საერთო ყრილობის სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილებას იმ დღესვე არ იღებენ, ამისთვის მეორე შეხვედრაა საჭირო.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს იერემია ჭარელოვი სიღნაღის მაზრის სოფელ მაღაროს სკოლის მასწავლებელი იყო.
1881
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრების აზრით, ბიბლიოთეკები უნდა აღჭურვილიყო კარგი ქართული წიგნებით, რომლებიც ხალხისთვის წასაკითხად გამოდგებოდა და მასწავლებლებისთვისაც საჭირო იქნებოდა. დადგენილებას ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი, თევდორე დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე და იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1881
ტიპი: ავტორობა
1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობა სოფელ ვეჯინის, კაკაბეთის, რუისის კერძო საქალებო და სტეფანწმინდაში ბართლომე ღუდუშაურის მიერ გახსნილ კერძო სკოლას დაეხმარა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.
1881
ტიპი: ავტორობა
1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობამ მასწავლებლებს სთხოვა, ცნობები სკოლების მდგომარეობის შესახებ საზოგადოების სამმართველოში ყოველი სასწავლო წლის ბოლოს გაეგზავნათ. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

