საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 8 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ პოლკოვნიკი ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილი (ანდრონიკოვი) კავალერიაში მსახურობდა.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 8 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში მსახურობდნენ: პორუჩიკი წინამძღვრიშვილი, პრაპორშჩიკები – ავალიშვილი და ჭავჭავაძე.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 8 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ პორუჩიკი ფიქალოვი კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 8 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1830 წლისთვის კაპიტანი ვაჩნაძე აღარ ირიცხებოდა პასკევიჩ-ერევანსკის ქვეით პოლკში.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 8 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1830 წლისთვის კავკასიის ცალკეული კორპუსში აღარ მსახურობდა პორუჩიკი თუმანოვი.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 8 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1830 წლისთვის კავკასიის ცალკეულ კორპუსში აღარ მსახურობდა პორუჩიკი ჩხეიძე.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 8 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებით თურქთა წინაამღდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის ოქროს დაშნა წარწერით „სიმამცისათვის“ გადაეცა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის პორუჩიკ ფიქალოვს.

1830

ტიპი: სტატუსი

1830 წლის 8 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებით თურქთა წინაამღდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენი წარწერით „სიმამაცისათვის“ მიენიჭათ კავკასიის ცალკეული კორპუსის გადამდგარ პორუჩიკ ჩხეიძესა და პრაპორშჩიკებს, ციციანოვსა და ჩერქეზოვს.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 8 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებით თურქთა წინაამღდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენი წარწერით „სიმამაცისათვის“ მიენიჭათ ქართული გრენადერთა პოლკის პრაპორშჩიკ აფხაზოვსა და პასკევიჩ-ერევანსკის ქვეითი პოლკის პრაპორშჩიკ ბურკიევს.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 8 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებით თურქთა წინაამღდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა ანას მეოთხე ხარისხის ორდენი წარწერით „სიმამაცისათვის“ მიენიჭათ ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის პორუჩიკ წინამძღვრიშვილსა და პრაპორშჩიკებს – ავალიშვილსა და ჭავჭავაძეს.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 8 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებით თურქთა წინაამღდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენი მიენიჭათ: კავკასიის ცალკეული კორპუსის მაიორ თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანსკის და გადამდგარ პორუჩიკ თუმანოვს.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 8 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებით თურქთა წინაამღდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენი მიენიჭათ: ქართული გრენადერთა პოლკის პოდპორუჩიკებს: ყორღანოვსა და ახვერდოვს.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 8 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებით თურქთა წინაამღდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენი მიენიჭათ: ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის შტაბს-კაპიტნებს: ნიკოლოზ შანშეს ძე შანშიაშვილსა და იასონ ივანეს ძე ჭავჭავაძეს.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 8 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებით თურქთა წინაამღდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენი მიენიჭათ: კავკასიის ცალკეული კორპუსის პოდპორუჩიკებს: ორბელიანსა და ბაგრატიონ-მუხრანსკის.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 8 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებით თურქთა წინაამღდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენი მიენიჭათ: ქართული გრენადერთა პოლკის შტაბს-კაპიტან ბოსტოევსა და პორუჩიკ ოსინოვს, გენერალ-ფელდმარშალ პასკევიჩ-ერევანსკის ქვეითი პოლკის ყოფილ კაპიტან ვაჩნაძეს.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 8 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებით თურქთა წინაამღდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენის კავალრის წოდება მიენიჭა კავალერიის პოლკოვნიკ ანდრონიკოვს, წმინდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენი – ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის პორუჩიკებს, ჭავჭავაძეებს, იმავე პოლკის ყოფილ პორუჩიკს, კიდევ ერთ ჭავჭავაძეს.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 30 ოქტომბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ იმ წლის 8 აგვისტოს პოდპორუჩიკი თუმანოვი პორუჩიკად დააწინაურეს.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 12 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდნენ: პასკევიჩ-ერევანსკის ქვეითი პოლკის კაპიტანი ვაჩნაძე, ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის პორუჩიკები – ჭავჭავაძე და შალიკოვი, ბელოგოროდის ულანთა პოლკის კავალერიის მაიორი ყორღანოვი, კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის პორუჩიკი ფიქალოვი.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ ორმოცდამეოთხე ეგერთა პოლკში მსახურობდნენ: ლეიბ-გვარდიის იუნკერი დოხტუროვი, უნტერ-ოფიცრები – წერეთელი და გარაყანიძე.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ დავით ლევანის ძე დადიანი კაზაკთა პოლკის ლეიბ-გვარდიაში მსახურობდა.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს უმაღლესი ბრძანებულებით თურქთა წინაამღდეგ ომში გამოჩენილი სიმამაცისათვის ეგერთა პოლკის ლეიბ-გვარდიის იუნკერი დოხტუროვი პრაპორშჩიკად გაამწესეს ორმოცდამესამე ეგერთა პოლკში.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულების მიხედვით, პოდპორუჩიკი ნაკაშიძე გურიის ლაშქარში მსახურობდა.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ პოდპორუჩიკი ყორღანაშვილი ოცდამეერთე საარტილერიო ბრიგადაში მსახურობდა.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 8 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ კავკასიის ცალკეულ კორპუსში მსახურობდნენ: მაიორი თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანსკი, პრაპორშჩიკები – ციციანოვი და ჩერქეზოვი.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 12 აგვისტოს გამოსული უმაღლესი ბრძანებულებიდან ირკვევა, რომ სამეგრელოს ქვეით პოლკში მსახურობდნენ პრაპორშჩიკი კიკნაძე და უნტერ-ოფიცერი ზუბალაშვილი.