რეგისტრირებული ფაქტები88368
სორტირება თარიღი მზარდობით
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 3 დეკემბერს სოფელ აკეთის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს აცნობა, რომ იმ დროისთვის სკოლაში სწავლობდა 4 მოსწავლე ქალი და 80 ვაჟი.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 3 დეკემბერს აკეთის სკოლის მასწავლებელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელ გრიგოლ ყიფშიძეს სკოლის მდგომარეობის შესახებ მოხსენება (N1) გაუგზავნა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა დაადგინეს, რომ „ვისრამიანი“ 1200-იანი ტირაჟით გამოეცათ და 2 სხვადასხვა ხარისხის ქაღალდზე დაებეჭდათ.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა ექიმების: კონსტანტინე ბახუტაშვილის, გრიგოლ მაღალაშვილის, გრიგოლ გაბაშვილისა და გიორგი ტარსაიძის მიერ შედგენილი საჯარო ლექციების თემები და მათი წარმოდგენის განრიგი მოიწონეს.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 4 დეკემბერს სოფელ ბარის სკოლის მასწავლებელმა ათანასე გაგუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლას ძალიან სჭირდებოდა 3 ეგზემპლარი „როდნოე სლოვო“ I ნაწილი და საწერი ნივთები: გრიფილი, დაფა, საწერი ქაღალდი, რადგან ამ ნივთების უქონლობის გამო მძიმე მდგომარეობაში იყვნენ.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წლის 4 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა სტატია ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის მთავარმართებლად დანიშვნის შესახებ.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 5 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მიიღო მასწავლებელ ფ. მატკავას წერილი, რომ დაბა სუჯუნის სკოლას ესაჭიროებოდა 20 ც. „დედა ენა“, 10 ც. „ბუნების კარი“, 10 ც. გ. კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა“ და 30 ც. ქართული წერის დედანი, სულ 70 წიგნი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 5 დეკემბერს ვაქირ-ანაგის სასოფლო სასწავლებლის მასწავლებელმა დავით ბაზიეროვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1881 წელს მხოლოდ ერთხელ მიიღო წიგნები და სასწავლო ნივთები, წიგნები საკითხავად უფასოდ დაურიგა როგორც ღარიბ მოსწავლეებს, ასევე შეძლებულებს.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 5 დეკემბერს მასწავლებელმა კალისტრატე გაბიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სოფელ ორბელის სკოლამ მიმდინარე წელს ერთხელ მიიღო 10 მანეთის ღირებულების წიგნები და არ დაურიგეს მოსწავლეებს. შემოწირული წიგნები ბიბლიოთეკაში ინახებოდა, ვისაც შეეძლო კითხვა და აზრის გაგება, ის მოსწავლეები წაიღებდნენ და შემდეგ დააბრუნებდნენ დაუზიანებლად. მოსწავლეებს ერთი წიგნის წაკითხვის მერე შეეძლოთ ესარგებლათ სხვა წიგნებითაც სათითაოდ.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 5 დეკემბერს მასწავლებელი კალისტრატე გაბიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ სოფელ ორბელის სკოლას ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად ძალიან სჭირდებოდა შემდეგი წიგნები: „ბუნების კარი“ – 6 ეგზემპლარი, დ. სოკოლოვის თხზულება „რუსული ისტორია“ (შემოკლებული ვერსია, რუსულად) − 6, „სიბრძნე-სიცრუისა“, ევტუშევსკის „სავარჯიშოები“ (I ნაწილი, მთელ რიცხვებზე) − 4, „როდნოე სლოვო“ – 3 ც. I ნაწილი, 3 ც. II ნაწილი და სხვა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 5 დეკემბერს ორბელის სკოლის მასწავლებელმა, კალისტრატე მ. გაბიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილეს, ილია ჭავჭავაძეს სკოლის მდგომარეობის შესახებ მოხსენება (N3) გაუგზავნა.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 5 დეკემბერს მასწავლებელი სპირიდონ გავაშელიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ სოფელ ღების სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის ყველაზე მეტად საჭიროა: იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ – 17 ეგზემპლარი და უშინსკის „როდნოე სლოვო“ I ნაწილი – 26 ეგზემპლარი.

