რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება თარიღი მზარდობით
1883
ტიპი: ნასამართლეობა
1883 წელს მიშო ყიფიანი პოლიტიკური დანაშაულის ბრალდებით გასამართლების შემდეგ რუსეთში გადაასახლეს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლამდე შიო მღვიმელს ფინანსურად ეხმარებოდნენ შიო დავითავიშვილი და მიშო ყიფიანი.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში იაკობ ფანცხავას ახლად გახსნილი ბიბლიოთეკიდან სისტემატურად გამოჰქონდა რუსული და ევროპული ლიტერატურის ნიმუშები.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს სემინარიის საავადმყოფოდან გამოგდების შემდეგ შიო მღვიმელი ორი დღე არ მისულა სასწავლებელში.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1887 წლებში შიო მღვიმელი სკოლის მეგობარ ლადო ხმალაძესა და მის ძმა გოლასთან ერთად ხშირად დადიოდა სანადიროდ.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს გორის სემინარიის დირექტორი სემიონოვი პეტერბურგში გადაიყვანეს სხვა სამსახურში.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს გორის სემინარიის დირექტორი სემიონოვი სამაგალითო სკოლის დასრულების შემდეგ შიო მღვიმელის სემინარიაში მიღებას აპირებდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს გორის სემინარიის ახალმა დირექტორმა, სტრელეცკიმ გამოაგდო შიო მღვიმელი სემინარიის საავადმყოფოდან, სადაც იგი დროებით ცხოვრობდა.
1883
ტიპი: თანამდებობა
1883 წელს გორის სემინარიის დირექტორად პეტერბურგში გადახვეწილი სემიონოვის ნაცვლად დანიშნეს სტრელეცკი.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს შიო მღვიმელი გორის რკინიგზის სადგურზე მივიდა თავისი დაპატიმრებული მეურვის, მიშო ყიფიანის სანახავად და გამოსამშვიდობებლად.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს გორის სემინარიის დირექტორმა სემიონოვმა შიო მღვიმელი სემინარიის საავადმყოფოში გაამწესა გამოსაკვებად და დასაძინებლად.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში გიმნაზიაში სწავლის პერიოდში იაკობ ფანცხავას კლასის დამრიგებელმა კინშინმა და გიმნაზიის მეთვალყურე გუსევმა მასთან სახლში პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურა აღმოაჩინეს.
1883
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1883 წელს ალექსანდრე ხმალაძეს ჰყავდა სამი ვაჟი, ლადო, დათა და გოლა და ერთი ქალიშვილი.
1883
ტიპი: პირადი ინფორმაცია
შიო მღვიმელის სკოლის მეგობარი ლადო ხმალაძე, ვის ოჯახშიც შიო 1883-1887 წლებში ცხოვრობდა, წარმოშობით სოფელ აძვიდან იყო.