რეგისტრირებული ფაქტები82844
სორტირება თარიღი მზარდობით
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 28 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გიორგი ქართველიშვილი ხაზინადრად აირჩიეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 28 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილედ ნიკოლოზ ღოღობერიძე აირჩიეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 29 მაისს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ რამაზანის დაწყების გამო მოსწავლეებს 4 ივნისს დაითხოვდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ჭიჭინაძისგან შეღავათიან ფასში შეიძინა 265 ძველი და ახალი ნაბეჭდი წიგნები.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ მთვარელიშვილი საზოგადოების საქმეთა მწარმოებლად აირჩიეს.
1885
ტიპი: თანამდებობა
1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილი საზოგადოების მდივნად აირჩიეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, მცხეთისა და ვაყის სკოლების საზოგადოების გამგეობისთვის დაქვემდებარების გადაწყვეტილება მიიღეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პეტრე მირიანაშვილს ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შესასყიდად შემოთავაზებული წიგნების ფასების გარკვევა დაავალეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ვოლსკის წერილი ესტატე მჭედლიძის გარდაცვალების შესახებ დაიბეჭდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 მაისის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ბუტლეროვმა ეკონომიური საზოგადოების კრებაზე ჩაის მოყვანის შესახებ ისაუბრა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 მაისს ივანე ხატისოვის ხელმძღვანელობით გამართულ სამეურნეო საზოგადოების კრებაზე გადაწყვიტეს, თამბაქოს გასავრცელებლად ჯილდო დააეწესებინათ იმ პირთათვის, რომლებიც უკეთესს თამბაქოს მოიყვანდნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 მაისს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ივანე ხატისოვი ხელმძღვანელობდა, აბრეშუმის ჭიის მოვლის გაუმჯობესებაზე ისაუბრეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 მაისს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ივანე ხატისოვი ხელმძღვანელობდა, გადაწყდა, სახელმწიფო ქონებათა სამინისტროსთვის ეთხოვათ ჩინეთიდან 3 კაცის ჩამოყვანა, რომლებიც საქართველოში ჩაის გაავრცელებდნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 მაისს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ივანე ხატისოვი ხელმძრავნელობდა, სამეურნეო სასწავლებლების დაარსების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წლის 30 მაისს დ. ზ. ყორღანოვი სამეურნეო საზოგადოების ახალ წევრად აირჩიეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 მაისს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე წაიკითხეს ფ. შიმანოვსკის წერილი თუთის ხის ფოთლის ავადმყოფობის შესახებ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 მაისს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე გადაწყვიტეს, რომ პეტრე მელიქიშვილისთვის შესამოწმებლად კახური ღვინოები გაეგზავნათ.