საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82844

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 მაისს სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ივანე ხატისოვმა პეტერბურგიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხა, რომლის მიხედვითაც იქ მოვაჭრე გოძიევი კახური ღვინის სახელით ცუდ ღვინოებს ყიდდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 მაისს ვიქტორ გეევსკიმ სამეურნეო საზოგადოების წლიურ კრებაზე საზოგადოების მოქმედების ანგარიში წაიკითხა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 მაისს ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვის თავმჯდომარეობით სამეურნეო საზოგადოების წლიური კრება გაიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 30 მაისს ივანე ხატისოვის ხელმძღვანელობით გამართულ სამეურნეო საზოგადოების კრებაზე არყის ბაჟისა და ტყეების დაცვის საკითხი განიხილეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 31 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის სიტყვა, რომლითაც მან ქუთაისის თავდაზნაურთა კრებაზე დიმიტრი ყიფიანს მიმართა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ყიფიანი ქუთაისის თავად-აზნაურთა კრებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას წინამძღოლად არჩევისთვის მადლობა გადაუხადა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 31 მაისის „დროების“ მეშვეობით დავით წულუკიძემ 29 ივნისისთვის დაბა ხონის სამასწავლებლო სემინარიის ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების წევრებს კრებაზე დასწრება სთხოვა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, დავით წულუკიძე ხონის სამასწავლებლო სემინარიის მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების თავმჯდომარის თანაშემწე იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, ჯაჯანიძისა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის სტეფანე შიუკოვმა მისივე სახლში დააპატიმრა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, ჯაჯანიძისამ თელავის მაზრის უფროსის ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მკვლელობა სცადა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 31 მაისის „დროებაში“ პეტრე მირიანაშვილის სტატიიის „ვიქტორ ჰიუგო“ დასასრული დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის ივნისში ჟურნალ „ივერიის“ მეექვსე ნომერში გეორგ ებერსის რომანის „ასული ფარაონისა“ ილიასეული თარგმანის ბოლო ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისის ჟურნალ „ივერიაში“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განვლილი წლის საქმეთწარმოება დაიბეჭდა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე აწერდა ხელს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის ივნისში ჟურნალ „ივერიის“ მეოთხე-მეხუთე ნომრები ერთ წიგნად გამოიცა, რომელშიც გეორგ ებერსის რომანის „ასული ფარაონისა“ ილიასეული თარგმანის გაგრძელება დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისში გაზეთმა „დროებამ“ მიიღო ნესტორ ყუბანეიშვილის მიერ შედგენილი „სახელმძღვანელო საღმთო სჯულის სასწავლებლად, შემოკლებული ძველი და ახალი აღთქმის ისტორია“, რომლის ფასი 60 კაპიკი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის ივნისში ვიქტორ მარტინოვსკი თბილისის ახალი ვაჟთა პროგიმნაზიის დირექტორად დანიშნეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის პირველი ივნისის „დროებაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილი, რომელიც მან 1844 წელს ბიძას გაუგზავნა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 1 ივნისის „დროების“ ცნობით, იონა მეუნარგიამ გრიგოლ ორბელიანის ნაშრომების განხილვა დაიწყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისში სულხანოვმა პოლიციის ჩინოვნიკ რობიტოვთან ერთად სოფელ ვეჯინში არაერთი ყვავილით დაავადებული ადამიანი აღმოაჩინა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 6 ივნისის დროების ცნობით, მიხეილ ნასიძეს „დედა-ენის“ მსგავსი საყმაწვილო წიგნის გამოცემა სურდა, რომლის სახელწოდება „სამშობლო ენა“ იქნებოდა.

1885

ტიპი: გარდაცვალება

1885 წლის ივნისში ბაქოში პოლიცმაისტერის თანაშემწე ჯაფარ-ბეგ-ვიზიროვი მოკლეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის ივნისში მოჭიდავეები ნესტორ ესებუა და ქვათაძე ერთმანეთს შეებრძოლენ.

1885

ტიპი: განათლება

1885 წლის ივნისში ანტონ ედიგაროვმა ქუთაისის გიმნაზია წარმატებით დაასრულა.

1885

ტიპი: განათლება

1885 წლის ივნისში მიხეილ ჭანტურიამ ქუთაისის გიმნაზია წარმატებით დაასრულა.

1885

ტიპი: განათლება

1885 წლის ივნისში სვიმონ ჭეიშვილმა ქუთაისის გიმნაზია წარმატებით დაასრულა.