რეგისტრირებული ფაქტები91163
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ძმების კ. და ს. პაპოვების ჩაის ვაჭრობისა და საწყობების ამხანაგობა მაღაზიას ფლობდა ხარკოვში.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ძმების კ. და ს. პაპოვების ჩაის ვაჭრობისა და საწყობების ამხანაგობა მაღაზიას ფლობდა კიევში ალექსანდროვის ქუჩაზე ლიჩკოვის სახლებში და კრეშჩატიკაზე კირგეიმის სახლებში.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ძმების კ. და ს. პაპოვების ჩაის ვაჭრობისა და საწყობების ამხანაგობა მაღაზიას ფლობდა ვარშავაში სენატორის ქუჩაზე N 461-სა და ნოვი სვეტის ქუჩაზე, გრაფ სტადიცკის სახლში, N 1, 252–ში.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ძმების კ. და ს. პაპოვების ჩაის ვაჭრობისა და საწყობების ამხანაგობა მაღაზიას ფლობდა პეტერბურგში ნევსკის გამზირზე, კაზანის სობორის პირდაპირ, განსენის სახლებში.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ძმების კ. და ს. პაპოვების ჩაის ვაჭრობისა და საწყობების ამხანაგობა მაღაზიას ფლობდა მოსკოვში დუბროვინის სახლში და კალუჟსკის კარებთან, გაიდანის სახლებში.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კ. და ს. პაპოვები იყვნენ ძმები.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ კ. და ს. პაპოვებს დაარსებული ჰქონდათ ჩაის ვაჭრობისა და საწყობების ამხანაგობა სახელწოდებით К. И С.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 7 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისა და ცენტრალურ წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა საყმაწვილო სურათებიანი წიგნი „შალვას თავგადასავალი“ 20 კაპიკად და ვინც გამომცემლისაგან იყიდდა არანაკლებ ოც ცალს, მას თითო მანეთზე აბაზი დააკლდებოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 თებერვალს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობა ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძეს, კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძესა და სილოვან თომას ძე ხუნდაძეს ატყობინებს, რომ სამივე არჩეულია დამხმარე წევრად ქ. ქუთაისში და სთხოვს თავად აირჩიონ თავმჯდომარე, რომლის სახელზეც შესაძლებელი გახდება საქმიანი მიმოწერის გამართვა. შეტყობინებას ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ მთვარელიშვილი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბაღდასარ ბაღდოევი ფლობდა სავაჭრო სახლს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბაღდასარ ბაღდოევი იყო ბანკირი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 10 თებერვლის განცხადება იუწყება, რომ ოთხშაბათს, 12 თებერვალს, საღამოს 7 საათზე გაიმართება საზოგადოების წევრთა კრება, რომელიც, წინა კრებაზე აღძრულ საკითხთა გარდა, განიხილავს ბატონ გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანის მიერ წარმოდგენილ „საღმრთო ისტორიას“. განცხადებას ხელს აწერს საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ მთვარელიშვილი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 10 თებერვალს ნ. გაბარაშვილმა დააკავა ზაქათალის ოლქის საპატიმროდან გამოქცეული ნორიოელი სანდრო (ალექსი) ცოფურაშვილი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი იყო მსახიობი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე იყო მსახიობი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თეატრ „ბენეფისში“ ქართული დრამატული დასის მიერ წარდგენილ ჯიაკომეტის დრამაში „დამნაშავის ოჯახში“ მონაწილეობა მიიღო მარიამ მიხეილის ასულმა საფაროვი-აბაშიძისამ, რომელიც 16 წლის პატარა ქალის როლს ასრულებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლის განცხადება, რომ 12 თებერვალს, ოთხშაბათს, 8 საათზე, ქართულ თეატრ „ბენეფისში“ წარმოადგენდნენ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის ოთხმოქმედებიან კომედიას „ხანუმას“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თეატრ „ბენეფისში“ ქართული დრამატული დასის მიერ წარდგენილ ჯიაკომეტის დრამაში „დამნაშავის ოჯახში“ მონაწილეობა მიიღო ანდრონიკოვისამ, რომელიც როზალიას როლს ასრულებდა. მას პერსონაჟის როლი და ხასიათი კარგად ჰქონდა მორგებული.

