რეგისტრირებული ფაქტები91171
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ლი აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კაიდანოვი საურთიერთო კრედიტის საზოგადოების მრჩეველი წევრი იყო. მან დატოვა სამსახური, რადგან ახალი კანონის თანახმად სახელმწიფო მოხელეს სხვა სამსახურში მუშაობის უფლება არ ჰქონდა, კაიდანოვი კი პარალელურად სხვა დაწესებულებაშიც მუშაობდა.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის 1-ელი აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ბებუთოვი საურთიერთო კრედიტის საზოგადოების წევრი იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 1-ელ აპრილს ი. მ. მირზოევის ბამბის ქარხანამ იჯარის ვადის გასვლის გამო მუშაობა შეაჩერა და 300-მდე თანამშრომელი უმუშევარი დარჩა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 1-ლი აპრილიდან მთავარმართებლობის განკარგულებით რევაზ ივანეს ძე მაჭავარიანი თელავის მაზრაში მე-10 ხარისხის შტატგარეშე თანამშრომლად დანიშნეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძემ მეცნიერული მოღვაწეობის 50 წლისთავის საიუბილეოდ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და გაზეთ „ივერიის“ სახელით დეპეშები გაუგზავნა მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტის პროფესორს, არმენოლოგ ნიკიტა ემინს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 აპრილის ღამეს სპარსეთის ქვეშევრდომის მაშადი-ისზი-გადჟი-კერიმ-ოღლის საქონლის საწყობი გაძარცევს და 980 მანეთის ღირებულების საქონელი გაიტანეს. დამნაშავის საპოვნელად გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 აპრილს სპარსეთის ქვეშევრდომის მაშადი-ირზი-გაჯი-ქიარიმ-ოღლის საქონლის საწყობი გაძარცვა ქილბალაი-ყიაზუმ-მაშადი-ირზი-ოღლიმ, რომელიც დააკავეს. დაკარგული საქონლის უმეტესი ნაწილი პოლიციამ აღმოაჩინა და მეპატრონეს დაუბრუნა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს კანდიდატი სოლომონ სანებლიძე სამსახურიდან დაითხოვეს.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. მალიშევის მამულების სამმართველო ქუთაისში მესხეთის ქუჩაზე მდებარეობდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ავეტიქ სტეფანოვი ქალაქ თბილისში ნავთლუღის ახლოს აგურის ქარხანას ფლობდა.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კირაკოზ ვართანოვი ქაზახის მაზრის მცხოვრები იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით ილია მელიქ-ახნაზაროვი ელიზავეტპოლის საოლქო სასამართლის კანცელარიის მწერლად დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით გედოიათ-ბეგ ახუნდოვი თბილისის საოლქო სასამართლოს თარჯიმნად დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით ივანე ფირუმოვი ამიერკავკასიის აქციზის სამმართველოში უფროს კონტროლიორად დანიშნეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მთავარმართებლის განკარგულებით ტროფიმე შჩერბინინი სამსახურიდან დაითხოვეს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტროფიმე შჩერბინინი ფოსტალიონი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვმა პირველ კლასიკურ გიმაზნიას 300 მანეთი შესწირა ორკესტრული სწავლების გასაძლიერებლად, თვითონ სასწავლებელმა კი ამ საქმეს 1000 მანეთი მოახმარა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთინსკი-დოლგორუკოვი პირველი კლასიკური გიმნაზიის მზრუნველი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ი. გლავიჩი პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ორკესტრს ასწავლიდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. მალიშევი სახელმწიფო მრჩეველი იყო.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 2 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია მელიქ-ახნაზაროვი გუბერნიის მრჩევლის შვილი იყო.

