რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, პელაგია და ანასტასია იორამის ასულ თარხან-მოურავებს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდათ გორისა და თბილისის მაზრის სოფელ სათარხნოში მდებარე სახნავი, საძოვარი, 1800 ოთხკუთხი საჟენი და 554 დესეტინა ტყე, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით იაკობის ძე მირიმანოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისში მდებარე ორი ქვითკირის სახლი: ერთი – სამსართულიანი, მეორე – ორსართულიანი ფლიგელით და 111,5 საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მათეს ძე მელიქ-აღამალოვს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ქალაქ ერევანში მდებარე ორსართულაინი ქვითკირის სახლი სარდაფით, ქარვასლა და სამი კეთილმოწყობილი ფლიგელი: ერთი – ორსართულიანი და ორი – ერთსართულიანი, ასევე 919 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ დიმიტრის ძე ალექსი-მესხიშვილს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა თბილისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ კვესეთში მდებარე სახნავ-სათიბი, ტყე, 170 დესეტინა და 960 საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 19 მაისს საკუთარ ფურნეში მოკლული იპოვეს მეფურნე ჰაჯი ჰუსეინ-ყული. მას რამდენიმე ათასი თუმანი ჰქონდა მოგროვილი, რაც მისი მკვლელობის მიზეზი გახდა. ჰუსეინ-ყულის მუშამ ჰასანმა იცოდა თანხის შესახებ. იგი მიიმალა მკვლელობის შემდეგ, რაც ეჭვს ბადებდა, რომ ჰუსეინ-ყული სწორედ მან მოკლა გაძარცვის მიზნით.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 მაისს ვაჭარ სოლომონ შაფრანოვის დუქანი გაძარცვეს და გაიტანეს 1000 მანეთის საქონელი და 300 მანეთი ნაღდი ფული. საქმეს თბილისის პოლიციის მე-9 განყოფილება იძიებდა, ეჭვმიტანილი არ იყო ცნობილი, თუმცა დამნაშავის დასაკავებლად განკარგულება გაცემული ჰქონდათ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 მაისს სასტუმრო „პარიჟში“ მარიამ კოსიჩენკომ ნიშადურის სპირტი დალია და თვითმკვლელობა სცადა, რის შემდეგაც სამკურნალოდ გადაიყვანეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ჩიქოვანს 52 ცხვარი და 2 ცხენი მოპარეს. პოლიციამ დამნაშავე დააპატიმრა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 20 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლკოვნიკ იოსელიანს სახელმწიფო ქონების უკანონოდ გაფლანგვა ედებოდა ბრალად. იგი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და ციმბირში გადასახლება მიუსაჯა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 21 მაისს ახალგაზრდა გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულ დავით ჯავახოვს თბილისის საოლქო სასამართლომ 15 წლიანი კატორღა მიუსაჯა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარტიროზ ვართანოვი ვაჭარი და მეფურნე იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ბეჟანოვს ყალბი ფრანგული გირვანქიანები აღმოუჩინეს. საქმე მომრიგებელ მოსამართლეს გადასცეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარტიროზ ვართანოვს გამგებლისაგან ბეჭედდაუსმელი სასწორი და ყალბი გირვანქიანები აღმოუჩინეს. საქმე მომრიგებელ მოსამართლეს გადასცეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სტეფან მაჩაიძეს ყალბი გირვანქიანები აღმოუჩინეს. მის სახელზე საჩივარი იყო შეტანილი და საქმე მომრიგებელ მოსამართლეს გადასცეს.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანი თავისი წერილით ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს თხოვნით მიმართავდა, რომ ძმად მიაჩნდა და ძმური ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ, რაც ყველასთვის კარგი ამბავი იქნებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანი თავისი წერილით ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს მიმართავდა, რომ თუკი მემაულეები ბანკის ვალს გაისტუმრებდნენ, დაუბრუნდებოდათ მამულები, ხოლო თუკი ვერ გადაიხდიდნენ ვალს, მაშინ ბანკი გაყიდდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანი თავისი წერილით ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს მიმართავდა, რომ დაგირავებული მამულების მოსავლელად შექმნილ ადმინისტრაციას შემოსავლის 60-70% ბანკისთვის მიეცა, სხვა დანარჩენი კი თავისი საქმისთვის გამოეყენებინა და მემამულეებისთვისაც გაენაწილებინა, რათა შიმშილით არ დახოცილიყვნენ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 22 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დიმიტრი ყიფიანმა წერილით მიმართა ილია ჭავჭავაძეს, როგორც ბანკის დამფუძნებელს, რომ დაგირავებული მამულების მოვლასა და მათგან შემოსავლის მიღებას თუ ბანკი ან დამფასებელი კომისია ვერ მოახერხებდა, შეიძლებოდა სპეციალური ადმინისტრაციის შექმნა, რომელსაც მამულების მოვლას მიანდობდნენ.