საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82201

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილის წერილი რედაქტორისადმი. იგი აცხადებდა, რომ თავისი ამოჭრილი ქართული ასოების მსგავსი არავის არ დაეხატა და გამოეჭრა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს მიმართავდა ან იძულებული გახდებოდა საქმიანობა შეეწყვიტა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ პალეს ძე ტატიშვილის წერილი რედაქტორისადმი. ტატიშვილი წუხდა, რომ ყურადღება არავის მიუქცევია გასულ წელს მის მიერ გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული განცხადებისთვის – თავისი ამოჭრილი და მორთული ქართული ასოები არავის გამოეყენებინა. წიგნის მაღაზიის პატრონს გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანს აფიშებში გამოუყენებია ტატიშვილის ამოჭრილი ასოები. ჩარკვიანის ქმედებას აპროტესტებდა წერილის ავტორი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 ივნისის „ივერიის“ მიხედვით, ნიკო ლეონიძე ქვემო ჭალის სკოლის მასწავლებელი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკურთხებდნენ კათოლიკურ ეკლესიად გადაკეთებულ ღვთისმშობლის საყდარს, რომლის განახლებასაც ხელმძღვანელობდა წინამძღვარი დიმიტრი თუმანიშვილი. ეს ტაძარი პირველად აუშენებიათ კაფუცინის ორდენის მქონე იტალიელ ბერებს სწორედ მაშინ, როცა საქართველოში მისიონერები იმყოფებოდნენ – 1846 წლამდე. განახლებული საყდარი გოთიკური არქიტექტურისა იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ ილია ლუკას ძე ბახტაძის (ხონელის) ფელეტონში „საკვირაო სხარტულა“ გაკრიტიკებულნი არიან ქართველი მსახიობები, რომლებმაც საზოგადოებას ქედმაღლობითა და არაპროფესიონალიზმით თეატრზე გული აუცრუეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილს ქართული დრამატული საზოგადოებისაგან მინდობილი ჰქონდა თეატრის დასის შედგენა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ქართული თეატრის დასში მონაწილეობის მსურველებს შეეძლოთ მიემართათ ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილისთვის 20 ივნისამდე ყოველდღე, 11-დან 12 საათამდე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ივნისს გიგო ასიტოვმა და ნიკოლოზ ჩიხლაძემ მძიმედ დაჭრეს სპარსეთის ქვეშევრდომი ისქანდერ-ალექპერ-ოღლი. მას ჯერ თავში ჩაარტყეს ქვა და შემდეგ დანით დაჭრეს მუცელში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 7 ივნისს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „აკაკი წერეთელი და ბანკი“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართლ-იმერეთის წმინდა სინოდის თანამშრომელი ილია მოსეს ძე კიკნაველიძე დროებით დაიკავებდა ამავე კანტორის მდივნის თანამდებობას.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლს რევაზ ვაჩნაძეს მკურნალობდა ქოჩორიანცი და, როცა იგი ძალიან ცუდად გახდა ნათესავებმა მოიწვიეს ექიმი ბუში, რომელმაც ქოჩორიანცის მიერ დანიშნული წამლების ნახვის შემდეგ განაცხადა, რომ ზედმეტი მორფი ჰქონდა ექიმს დანიშნული, რის შემდეგაც ქოჩორიანცმა ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიღნაღის მაზრის მომრიგებელ სასამართლოში უნდა გამართულიყო ექიმების ქოჩორიანცისა და ბუშის საქმის პროცესი. ქოჩორიანცი ბუშს ცილისწამებაში ადანაშაულებდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლს რევაზ ვაჩნაძეს მკურნალობდა ექიმი ქოჩორიანცი.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი რევაზ ვაჩნაძე ბაკურციხეში გარდაიცვალა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიღნაღის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო რევაზ ვაჩნაძე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიკავკავის ქვეითი პოლკის უფროსი ექიმი იყო ბუში.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექიმი იყო ქოჩორიანცი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კაპიტანი დეინეგი მკურნალობდა სამხედრო სამკურნალოში. მასთან 8 ივნისს სანახავად მისული ცოლი მოულოდნელად გარდაიცვალა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დეინეგი იყო კაპიტანი.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიგო ასიტოვი და ნიკოლოზ ჩიხლაძე სპარსეთის ქვეშევრდომის ისქანდერ-ალექპერ-ოღლის დაჭრისთვის პოლიციამ დააპატიმრა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დაჭრილი ისქანდერ-ალექპერ-ოღლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მეტეხის ციხის პატიმარი ალექსეი ხაბელოვი სამუშაოდან გაიქცა.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არჩილ ჯორჯაძეს შემთხვევით გაუვარდა თოფი და მარცხენა ხელი დაუშავდა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, I კლასიკური გიმნაზიის მე-5 კლასის მოსწავლე იყო არჩილ ჯორჯაძე.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 10 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნინა აზოევისა იყო 18 წლის.