რეგისტრირებული ფაქტები91171
სორტირება თარიღი მზარდობით
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ დავით იოსების ძე მაღალოვი ფლობდა თბილისში თელოვანის აგარში სახნავ–სათესს, საძოვარს, 141 დესეტინა და 1720 კვადრატულ საჟენ ტყეს, რომლებიც დაგირავებული ჰქონდა 43,5 წლით ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში და ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კავკასიაში სახელმწიფო ქონების სამინისტროს რწმუნებული იყო ტიხეევი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მელერს გადასცეს წმინდა ალექსანდრეს მესამე ხარისხის ორდენი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კავკასიის მთათა საქმეების გამგებელი იყო მელერი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბულატნიკოვს გადასცეს წმინდა ალექსანდრეს მესამე ხარისხის ორდენი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სასამართლო პალატის წევრი იყო ბულატნიკოვი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, მთავარეპისკოპოს საგინიანცს გადასცეს სხვადასხვა ჯილდო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ყარაბაღის ეპარქიის დროებითი გამგებელი იყო მთავარეპისკოპოსი საგინიანცი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კათოლიკეთა ეკლესიების ვიზიტატორ არლოვსკის გადასცეს სხვადასხვა ჯილდო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კათოლიკეთა ეკლესიების ვიზიტატორი იყო არლოვსკი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის ვიცე–გუბერნატორი იყო გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის ვიცე–გუბერნატორს გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძეს მიანიჭეს კამერგერის წოდება.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თავადმა მასალსკიმ გამოიკვლია ბათუმის მხარე და პეტერბურგის გეოგრაფიულ საზოგადოებას მოახსენა, რომ მცენარეებით მდიდარი მხარე იყო ბათუმი, სადაც ხარობდა ძალიან კარგი ხარისხის ბუჩა ჩაი, რომელსაც პეტერბურგელი ვაჭრები ყიდულობდნენ და ნამდვილ ჩაიში ურევდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკიტა ოსიფის ძე ემინი იკვლევდა სომხეთის ისტორიას და იგი ცნობილი მეცნიერი იყო ევროპაში.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკიტა ოსიფის ძე ემინი იყო მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტის პროფესორი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 აპრილს მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტში აღნიშნავდნენ მეცნიერის ნიკიტა ოსიფის ძის ემინის 50 წლის იუბილეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკიტა ოსიფის ძე ემინი იკვლევდა, სწავლობდა და ერთმანეთს ადარებდა ქართულ და სომხურ ისტორიულ წყაროებს.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ემინი 45 წელი პედაგოგიურ ასპარეზზე იღვწოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძემ გაზეთ „ივერიას“ ემინის ისტორიული და ლიტერატურული მოღვაწეობის შესახებ ცნობები მიაწოდა.

