რეგისტრირებული ფაქტები81547
სორტირება თარიღი მზარდობით
1887
ტიპი: ღონისძიება
1887-1899 წლებში ცენზურა უზღუდავდა ნაწარმოებებში საკუთარი აზრის გამოხატვას ივანე მაჭავარიანს და იმდროინდელ სხვა მწერლებს.
1887
ტიპი: პირადი ინფორმაცია
შალვა ამირეჯიბი დაიბადა 1887 წლის 15 იანვარს სოფელ ხურვალეთში, გორის მაზრაში.
1887
ტიპი: ავტორობა
ბათუმის ადგილობრივმა სასკოლო კომიტეტმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მოახსენა, რომ სკოლისთვის ი. დუმბაძის სახლის ქირაობას აპირებდნენ. სახლის ქირა წელიწადში 600 მანეთი ჯდებოდა, 400 მანეთი კი სახლის პატრონისთვის ქირაობისთანავე უნდა მიეცათ. მმართველობას სთხოვდნენ სახლის წინასწარი ქირა, 400 მანეთი სკოლისთვის მიეცა. ხელს აწერენ: თავმჯდომარის თანაშემწე პელაგია მიქელაძე, თავმჯდომარეობის კანდიდატი მელიტონ ზურაბის ძე ლორთქიფანიძე და მდივნის ნაცვლად მასწავლებელი მოსე ივანეს ძე ნათაძე.
1887
ტიპი: გარდაცვალება
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1887 წლის 27 იანვარს კავკავის სოფელ ხუმელაგაში მცხოვრები ქალი ფაფო ქუძიევი ნავთით დაიწვა და გარდაიცვალა.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის 4 თებერვლის გაზეთი „ივერია“ (N25) რუბრიკაში „ქართული თეატრი“ წერდა, რომ ბანკის თეატრში დავით აწყურელი წაიკითხავდა სცენებს დ. მაჩხანელის (ნადირაძე) თხზულებიდან „ძმური სიტყვა“. მონაწილეობას მიიღებდნენ: ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, თამარ ლეონიძისა, ნინა ლორის-მელიქოვისა, ნიკოლოზ ერისთავი (ტყვიაველი) და მიხეილ ცაგარელი.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის 4 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N 25 რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) ცნობით, ინგლისისა და გერმანიის გაზეთები აკრიტიკებდნენ გენერალ ბულანჟეს და საფრანგეთის პრემიერს მის გადაყენებას სთხოვდნენ. საპასუხოდ, ფრანგულმა გაზეთმა „WOLTAIRE“ (ვოლტერმა) ბისმარკისა და მოლტკეს გადაყენება მოითხოვა.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის 6 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ (N27) ცნობით, 6 თებერვალს, რვის ნახევარზე, კავკასიის სამეურნეო საწოგადოებს წევრთა კრება დაინიშნა. კრებას უნდა მოესმინა პროცენკოს მოხსენება: „აბრეშუმის მოყვანის გამო იმიერ კასპიის ქვეყნებში“ და ლერისიეს ანგარიში 1886 წლის განმავლობაში აბრეშუმის მოყვანის შესახებ.