საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81513

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ტიგრანოვი თბილისის საპატიმროს კომიტეტის ბუღალტრის თანამდებობის აღმასრულებელი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს სმეკალოვი კავკავის მაზრის უფროსი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ჩაიკოვსკი თბილისის პროკურორი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის ბოლოს უწმინდესი სინოდის სამოსწავლო კომიტეტმა პეტერბურგში განიხილა და მოიწონა საქართველოს საეგზარხოსოს სასულიერო სემინარიასა და სასწავლებელში ლავრენტი მაჩიტაძის მიერ გამოცემული „არჩილიანი“.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს მარკოზ ჯორბენაძე ჩიბათის სკოლის პედაგოგი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ზ. გედევანიშვილი ბათუმის სკოლის ხაზინადარი იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს გ. არღვლიანი დიაკვანი იყო. 

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის ბოლოს ეცრში დიაკვანი გ. არღვლიანი მოკლეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს პეტრე ნაკაშიძე ქუთაისის თავადაზნაურობამ გუბერნიის მარშლად აირჩია, მაგრამ მთავრობამ თანამდებობაზე არ დაამტკიცა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს თედო ჟორდანია თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს გიორგი საძაგლიშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა შემდეგი ხელნაწერები: 1) „ლეილა მიჯნურის ამბავი“, სპარსულიდგან ქართულად გადმოთარგმნილი მეფის თეიმურაზისაგან, სასმენელად მშვენიერი; 2) „გოჩაიანი“; 3) „ვითარ სათანადო არს სჯაი ერთა თვისთა ზედა“; 4) მეფე არჩილის დაწერილი ლექსები; 5) ბესიკის ლექსები; 6) „ლექსთა წყობილებაზედ“; 7) აპოკრიფიული მოთხრობა ღვთისმშობელზე; 8) ბაქარ ბატონისშვილის ლექსები; 9) მეფის ასულის მარიამი წამება.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიაში იყიდებოდა შემდეგი წიგნები: არისტოტელე ქუთათელაძის „ქართული გრამატიკა“, ანასტასია თუმანიშვილის „ხუთი ამბავი“, პოლიევქტო კვიცარიძის „სწორ მეტყველება“, სოლომონ მესტიაშვილის „ბუნების მოვლენანი“ და ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილი შექსპირის ტრაგედია „ჰამლეტი“.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ანა მუსხელიშვილი ახალციხის დედათა სკოლის გამგე იყო.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს მიხეილ გედევანიშვილი მოსკოვში საექიმო ფაკულტეტზე სწავლობდა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს ალექსანდრე ხახანაშვილმა მოსკოვის უნივერისტეტის საისტორიო და საფილოლოგო ფაკულტეტი დაასრულა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს ალექსანდრე გარსევანიშვილმა მოსკოვის უნივერისტეტის საისტორიო და საფილოლოგო ფაკულტეტი დაასრულა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს ვ. წერეთელმა მოსკოვის უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს ლორთქიფანიძემ მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის ზაფხულში სოფ. ახალქალაქში ელისაბედ თარხანოვის თაოსნობით ქართველ ქალთა მომავალი სკოლის სასარგებლოდ ორჯერ გაიმართა წარმოდგენა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს აფხაზეთში 1918 მაჰმადიანი ქრისტიანად მოინათლა. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღოდათ მ. დ. მაჭავარიანსა და აღათია შერვაშიძისას.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ზ. ტატიშვილმა მეორე გიმნაზია წარმატებით დაასრულა, ატესტატი აიღო და უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ემზადებოდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ტიგრანიანი ქალაქის საბჭოს მდივანი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ზაქარია ჯორჯაძემ წინანდლის ვენახებიდან ვაზის რამდენიმე ფოთოლი გასასინჯად გაუგზავნა ქიმიკოს ჰენრიხ სტრუვეს, რომელმაც კვლევისას ვაზის ახალი დაავადება „მილდიუ“ აღმოაჩინა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს კახიძემ მოსკოვის უნივერისტეტის საისტორიო და საფილოლოგო ფაკულტეტი დაამთავრა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს გაზეთ „მშაკის“ მეშვეობით კავკასიის სომეხთა ქველმოქმედების საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა იოსებ ტერ-დავითიანცს 100 თუმის შემოწირულობისთვის.