რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს დავით სვიმონის ძე ვაშალომიძე და ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჩხუბიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული, ივანე ივანეს ძე ფიცხელაური, დ. დ. ცისკარიშვილი, ალექსანდრე გიორგის ძე როინაშვილი და ვასილ ალექსის ძე კაიშაური ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ზაალ დავითის ძე მჭედლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების მოლარე იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ვასილ გიორგის ძე ქუმსიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების მდივანი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს მღვდელი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ნამდვილი წევრი და თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1884
ტიპი: ავტორობა
1884 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახუთის სკოლის მასწავლებელი დიმიტრი გიორგის ძე ბერულავა მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარებას სთხოვს. სკოლის 68 მოსწავლიდან (ვაჟი – 67, ქალი – 1. 13-მა ბავშვმა უსახსრობის გამო სწავლა მიატოვა) 38-ს მათი შეძენა არ შეეძლო.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოზურგეთის სკოლის მასწავლებელმა ალექსი დავითის ძე ჯაბიძემ მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. სკოლის 42 მოსწავლიდან (ვაჟი – 36, ქალი – 6) უმეტესობას მათი შეძენა არ შეეძლო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს სტეფანე ხოჯაევი კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების თავმჯდომარე იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილება გაიხსნა. 1916 წელს ზაქარია ლუარსაბის ძე კიკნაძე ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ილია ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ლესიჭინის (ზუგდიდის რაიონი) სკოლის მასწავლებელმა სოფრომ ბერულავამ მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. სკოლის 34 მოსწავლიდან (ვაჟი – 33, ქალი –1) უმეტესობას მათი შეძენა არ შეეძლო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრები იყვნენ: იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე, ალექსანდრე ჭყონია და ექვთიმე თაყაიშვილი.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი პრასკოვია ალექსანდრეს ასული ვიტგენშტეინი იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი იყო მაკრინე ღლონტისა.

