რეგისტრირებული ფაქტები89989
სორტირება თარიღი მზარდობით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუხაძემ სოფელ ღანირის მოსახლეობას სკოლისთვის თავისი შენობა დაუთმო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 15 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 18 მაისს ქართულ დრამატულ თეატრს უნდა წარმოედგინა ავქსენტი ცაგარლის ოთხმოქმედებიანი კომედია „ციმბირელი“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ლეონიძისა, თამაროვისა, კონსტანტინე ყიფიანი, ვასილ აბაშიძე, ავქსენტი ცაგარელი, კავთელი, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 16 მაისს სოფელ ვაქირის მცხოვრები იაგორ იოსების ძე მაისურაძე ტივის ხეების დაჭერის დროს მტკვარში ჩავარდა და დაიხრჩო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 მაისს ადიდებულმა მტკვარმა დააზარალა სამი მეწისქვილე: გერასიმე ვოდოლიანოვი, პეტრე იგნატიევი და არტემ თეიმურაზოვი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 მაისს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებამ დაამტკიცა მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვა. სხდომაზე თელავის დედათა სასწავლებელს, ილია წინამძღვრიშვილის სამეურნეო სკოლას და ქართულ დრამატულ საზოგადოებას შემწეობის სახით 1000 – 1000 მანეთი დაენიშნა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ საღოლაშენში სარდიონ ამირეჯიბის ოჯახში გაიმართა წარმოდგენა, რომლიდანაც მიღებული შემოსავალი სოფლის სკოლის სასარგებლოდ გამოიყენეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 მაისს მეცხრე განყოფილების ბოქაულმა და ექიმმა მრევლოვმა დაათვალიერეს „семейиый садъ“-ის ბუფეტი და სამზარეულო. სანოვაგე ხარისხიანი აღმოჩნდა, ჭურჭელი მოკალული, ხოლო სამზარეულო სუფთა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 17 მაისს თბილისის მოქალაქე თინათინ სვიმონის ასულმა ახნაზაროვმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 მაისს მე-9 ნაწილის პოლიციელმა ხეთაგუროვმა დააპატიმრა ქურდობაში ეჭვმიტანილი ნიკოლოზ იაკოვლევი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 მაისს სურამში დააყაჩაღეს საჩხერეში მიმავალი მიხეილ ნაზარის ძე აკოფოფი, რომელსაც წაართვეს ვერცხლის ქამარ-ხანჯალი და ფული.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 23 მაისს ვლადიმერ აღნიაშვილის ხელმძღვანელობით ქართული ხორო გამართავდა სამმოქმედებიან წარმოდგენას „ყარამანი“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გორში მდებარე სხვადასხვა მამული მოტყუებით ვაჭრებმა ჩაიგდეს ხელში, რის შესახებაც ვ. მაჩაბელმა განაცხადა, რომ ქონების მიტაცების მოსასპობად აუცილებელი იყო თავად-აზნაურებს უმაღლესი მთავრობისთვის დახმარება ეთხოვათ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონმა გორში მდებარე დედათა პროგიმნაზიის სასწავლებელს შენობა უსასყიდლოდ გადასცა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 19 მაისს გაიმართა ალექსანდრე ბაღდასარის ძე ხოსროაშვილის სასამართლო პროცესი, გამომძიებელ დრაგნევიჩის მიერ შედგენილი ოქმი სასამართლოს პროკურორმა ჩაიკოვსკიმ გააცნო, რომლის თანახმად ბრალდებულს საკუთარი ნაქირავები სადგომის დაწვაში სდებდნენ ბრალს. ხოსროაშვილის ვექილი შევალიე იყო. პროცესზე სასამართლომ საბოლოო განაჩენი ვერ გამოიტანა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ პეტრიაშვილი ლაბორანტით და ოცი მეოთხე კურსის სტუდენტის მონაწილეობით ჭიათურის შავი ქვისა და ტყიბულის ქვანახშირის წარმოებას გამოიკვლევდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 20 მაისს გომში გატეხეს იოსებ როსტომოვის დუქანი, საიდანაც წაიღეს ვერცხლის ქამარ-ხანჯალი, საათი და ფული.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიაში“ კირილე ჩიჩუა მადლობას უხდის მელიტონ კაციას ძე დადიანს, რომელმაც გაჭირვების ჟამს 50 მანეთი გაუგზავნა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რედაქციაში მიიღეს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების ყოველთვიური ჟურნალი, რომელშიც დაბეჭდილი იყო ოსტაპოვიჩის მოხსენება ქუთაისის ფერმის შესახებ, კონსტანტინე მაჭავარიანის „აფხაზეთის ღვინოები“ და არჩილ დარეჯანაშვილის „დარგვა და ავადმყოფობა ვაშლის ხისა“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 მაისს პოლიციის მე-3 ნაწილში „ჩრდილოეთის ნომრებში“ მცხოვრებ გიორგი ჭავჭავაძეს მოპარეს ქისა, რომელშიც თანხასთან ერთად ბევრი საჭირო დოკუმენტი ჰქონდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 21 მაისს გომში გატეხეს იაგორ მალიაშვილის დუქანი, საიდანაც წაიღეს ხანჯალი, ჩექმები და სხვა ნივთები.

