საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81314

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 22 მარტს ანტონინა სიტკოვსკაიამ თავის მოკვლა სცადა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 22 მარტს სენაკში ბესარიონ კვესელაძეს 310 მანეთის ვერცხლის ნივთები მოპარეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ელენე დიმიტრის ასული ყიფიანი ფრანგულიდან მოთხრობებსა და პიესებს თარგმნიდა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის მარტში დავით ასლამაზოვი დააპატიმრეს. 

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 23 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე მაკაროვი თბილისში ვაჭარი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 მარტს ა. ი. სტოიანოვმა ქუთაისის საქალებო გიმნაზიის დარბაზში გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 მარტს ს. მრევლოვმა და გრიქუროვმა პოლიციელების თანდასწრებით თევზის დუქნები დაათვალიერეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 23 მარტს ხ. ნ. გროზდოვმა ქუთაისის ქალთა გიმნაზიის დარბაზში გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის 23 მარტს სოფ. ისრითის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სიმონ ბეჟანის ძე დიდიძე გარდაიცვალა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 24 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვაჭარი გ. გ. მირზახანოვი საქმეს უბუღალტროდ აწარმოებდა, რამაც მისი გაკოტრება გამოიწვია.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 24 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. გ. მირზახანოვი ვაჭარი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 24 მარტს ალექსანდრე მიხეილის ძე დონდუკოვ-კორსაკოვი პეტერბურგიდან თბილისში წამოვიდა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 24 მარტს ბეზროდნიმ ჯარისკაცი გაბრიელ მიტროფანოვი დააპატიმრა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 24 მარტს მელიტონ თომას ძე ფომინ-ცაგარლის სახლი გაქურდეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 მარტს ილია ჭავჭავაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამართულ სალიტერატურო და სამუსიკო საღამოში უნდა მიეღო მონაწილეობა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 მარტს უნდა ეკურთხებინათ პირუტყვთა სამკურნალო, რომლის დირექტორიც მელქუმოვი იყო.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაბრიელ მიტროფანოვს ევროპული ხალიჩის მოპარვა ედებოდა ბრალად.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკოფ ჯეირანოვი ნოქრად მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 მარტს ბანკის ქართულ თეატრში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო და მუსიკალურ საღამოზე კოტე სიმონის ძე მესხს უნდა მიეღო მონაწილეობა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნერსე თაიროვსა და კოსტა ძაგანიას აკოფ ჯეირანოვის ცემა ედებოდათ ბრალად.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 მარტს ბანკის ქართულ თეატრში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო და მუსიკალურ საღამოზე ილია ჭავჭავაძეს „ოთარაანთ ქვრივიდან“ სცენა უნდა წაეკითხა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 მარტს ბანკის ქართულ თეატრში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო და მუსიკალურ საღამოზე დავით გიორგის ძე ერისთავს ლექსი უნდა წაეკითხა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 25 მარტს მიხეილ აფროსინოვი დააპატიმრეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 მარტს სოფ. წიფაში მიხეილ ზარიძემ ნესტორ თხელაძე რევოლვერით მოკლა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 25 მარტს ბანკის ქართულ თეატრში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ სალიტერატურო და მუსიკალურ საღამოზე გ. ვ. მაჩაბელს საზოგადოების წინაშე პირველად უნდა ემღერა.