საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს იურკოვი კონდუქტორად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ბეგიჩევი ბოქაული იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად ახალქალაქიდან იოსებ ჩიტაძემ 3 მანეთი შესწირა, დარია ჩიტაძისამ – 2 მან., აფანასიევმა და ი. მალხაზაშვილმა – თითო მანეთი.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს სავანელი პოლიციის მოხელე იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს მირზა მახმუდ-ხანი რუსეთში ელჩად იყო მივლინებული.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ამბარდანოვი ბოქაულის თანაშემწე იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად ქუთაისიდან მაკრინე და ალექსანდრა გიგაურებმა 2 მანეთი შესწირეს, ყარამან დათეშიძემ, დიმიტრი ბახტაძემ და გ. ხმალაძემ – თითო მანეთი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 2 წიგნი შესწირა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს სლინკო მომრიგებელი მოსამართლე იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ელისაბედ სარქისიანმა თბილისის სომეხ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებას 500 მანეთი შესწირა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ნიკოლოზ ობლოგინი პოლიციელი იყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნიქოზის ძველი ტაძრის შესაკეთებლად ახალქალაქიდან ტ. ირისფუხოვმა, მ. აბაშიძემ, ალ. ალხაზაშვილმა თითო მანეთი შესწირეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ნ. თ. ჩოლოყაშვილმა საგარეჯოში მდინარე იორზე ხიდის გასაკეთებლად ასი თუმანი გაიღო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს გრიგოლ მელნიკოვი, ვაჭარი, თამამშოვის ქარვასლაში მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს იური მიხეილის ძე ჭავჭავაძემ თელავის საპატიმროს ბიბლიოთეკას 3 მანეთი შესწირა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ელიავა სოფ. სუჯუნაში დეკანოზი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს სალაყაია სოფ. სუჯუნას ორკლასიანი სკოლის ზედამხედველი იყო.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს მილილა აკოფოვს სურამში დუქანი ჰქონდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის აპრილში სოფ. გომში ბ. თბილაშვილს ცხენი მოჰპარეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ვილჰელმ შმიტცი პროვიზორი იყო.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს ნესტორ და სამსონ მიხეილის ძე დიასამიძეებს ქუთაისში ორსართულიანი ქვიტკირის დუქანი და 20 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდათ.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს იოსებ ივანეს ძე შამირანოვს ქუთაისში, ფრანგების ქუჩაზე, ერთსართულიანი ხის სახლი და 120 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს გუგუშვილი სოფ. სუჯუნის საქალებო სამრევლო სკოლის მასწავლებელი იყო.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წელს პროვიზორმა ვილჰელმ შმიტცმა მორფით თავი მოიწამლა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წელს მამუკა კონსტანტინეს ძე თურქიას ქუთაისში ორსართულიანი ქვიტკირის სახლი და 2330 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.