რეგისტრირებული ფაქტები88132
სორტირება თარიღი მზარდობით
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ შენგელია სოფ. ოქუმში მღვდელი იყო.
1889
ტიპი: მფლობელობა
1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკოფა არუთინოვს თბილისში დუქანი ჰქონდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკოფა არუთინოვის დუქნიდან საათი და 5 მანეთი მოიპარეს.
1889
ტიპი: მფლობელობა
1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიგო ონიკაძეს თბილისში დუქანი ჰქონდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში რასულ ბეგ საშაკოვის დუქნიდან 4 მანათი მოიპარეს.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე როსტომაშვილი თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის რჩევის წევრი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 31 იანვარს გრიგოლ ტატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა თხოვნით, შეესყიდათ მისი წიგნის – „ანბანი კანვაზე საკერი“ 320 ეგზემპლარი. ის თითო წიგნს აფასებდა 1 აბაზად, საიდანაც 20 კაპიკს საზოგადოებას დაუთმობდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან ვალერიან გუნიას შედგენილი „საქართველოს კალენდარი“ 9 შაურად იყიდებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 1 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაკო საფაროვას ბენეფისზე უნდა წარმოედგინათ 5-მოქმედებიანი კომედია „ისპანიელი აზნაური“.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 1-ელ თებერვალს დუშეთში მცხოვრები ალექსანდრე ხუბულოვი დააპატიმრეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის თებერვლამდე ტრიფონ მიქაბერიძე ოჩამჩირეში მეოთხე ხარისხის ტელეგრაფისტად მუშაობდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის თებერვლამდე ვლადიმერ კეკელიძე სურამში მეოთხე ხარისხის ტელეგრაფისტად მუშაობდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის თებერვალში ანა მუსხელიშვილმა ახალციხის ქალთა სკოლის სასარგებლოდ ორი წარმოდგენა გამართა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის თებერვალში ახალციხის ქალთა სკოლის სასარგებლოდ ანა მუსხელიშვილის თაოსნობით გამართული წარმოდგენებიდან 25-25 თუმნამდე შემოსავალი მიიღეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის თებერვალში იოსებ თარხნიშვილმა მონაწილეობა მიიღო ახალციხეში გამართულ წარმოდგენაში „ძუნწი“.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 1 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან ვალერიან გუნიას შედგენილი „საქართველოს კალენდარი“ 9 შაურად იყიდებოდა.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 1-ელ თებერვალს დუშეთში მცხოვრები ალექსანდრე ხუბულოვი დააპატიმრეს.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი ბლაღოჩინი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ორი წიგნი შესწირა.

