რეგისტრირებული ფაქტები88126
სორტირება თარიღი მზარდობით
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 9 თებერვალს ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა პედაგოგიური საბჭოს რუსული პროტოკოლის თარგმანი.
1890
ტიპი: ავტორობა
1890 წლის 9 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ქუთაისის სკოლაში მის მისვლამდე მიღებული დადგენილების თანახმად, პროტოკოლები რუსულად იწერებოდა და სთხოვა, ეცნობებინათ, მათთვის პროტოკოლების თარგმანი უნდა გაეგზავნა თუ დედნები.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 9 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა, ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მასწავლებელი სპირიდონ ჯორჯიკია თანახმა იყო, დამორჩილებოდა პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებას.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 13 თებერვალს ილია ჭავჭავაძე დიდუბის ეკლესიის ეზოში დიმიტრი ბაქრაძის დაკრძალვას დაესწრო და ცხედარი შეამკო გვირგვინით, რომელსაც ეწერა: „საფლავი შენისთანა კაცისა, სალოცავია მამულისა“.
1890
ტიპი: გარდაცვალება
1890 წლის 13 თებერვალს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 14 თებერვალს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა მიხეილ ივანეს ძე ილურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანიას ქართული ენის გრამატიკის 25 ეგზემპლარის გაგზავნა სთხოვა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 25 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანის თხოვნა ყველა პროტოკოლის დედნის გაგზავნის შესახებ. ყიფიანს აინტერესებდა, რა სახით გაეგზავნა გამგეობისთვის პროტოკოლები.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 27 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის გუბერნატორთან გამართულ თათბირში, რომელზეც სოფლებში პურის მაღაზიების მოწყობის საკითხი განიხილეს. ილია საორგანიზაციო კომისიის წევრად აირჩიეს.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 1-ლ მარტს თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველმა მიხეილ ილურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, წიგნებისათვის გაგზავნილი თანხის მიღება დაედასტურებინათ.
1890
ტიპი: ავტორობა
1890 წლის მარტში ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ თუ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში სწავლებასთან დაკავშირებით პედაგოგიური საბჭოს პროტოკოლში ცვლილების შეტანას გადაწყვეტდნენ, ცვლილება მომდევნო სასწავლო წლიდან ამოქმედდებოდა (თუმცა პროტოკოლი 1890 წლის მაისამდე უნდა განეხილათ).
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის მარტში ილია ჭავჭავაძემ პეტრე უმიკაშვილს გაზეთ „ივერიასთან“ დაკავშირებული საკითხების ერთად განხილვა შესთავაზა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის მარტში თბილისის სასულიერო სემინარიაში მომხდარი დიდი მღელვარების ორგანიზატორები იყვნენ ფილიპე მახარაძე, ნოე ჟორდანია და თედო კიკვაძე.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის მარტში, თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც თევდორე კიკვაძე სწავლობდა, ადგილი ჰქონდა მოწაფეთა დიდ მღელვარებას.

