საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81232

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა მინადორა ტოროშელიძის თანხმობის საფუძველზე სარევიზიო კომისიისა და გამგეობის წევრები აირჩიეს. ფაქტი ხელმოწერით დავით კარიჭაშვილმა დაადასტურა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებას დაესწრო საზოგადოების 32 რწმუნებული და მისი საპატიო წევრი ანასტასია წერეთლისა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრება გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა გახსნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე, რომელიც გიორგი ყაზბეგმა გახსნა, პატივი მიაგეს არსენ მამულაიშვილისა და ნიკო ჯანაშიას ხსოვნას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა დავით კარიჭაშვილს ოცდაექვსწლიანი დაუღალავი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე თავმჯდომარედ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი აირჩიეს, ხოლო საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა დაიკავა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 ნოემბერს ფრეილინის ქუჩა №2-ში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მდივნად ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე აირჩიეს.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 5 ნოემბერს დავით კარიჭაშვილმა წაგნსაცავ-სამკითხველოს მდგომარეობის შესახებ გააკეთა მოხსენება და აღნიშნა, რომ პირველ ნოემბერს შესრულდა ერთი წელი, რაც საზოგადოების წიგნსაცავისა და მუზეუმის მართვა დაევალა და მოსამსახურე პირთა შტატი დაწესდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 5 ნოემბრის მოხსენებაში დავით კარიჭაშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოების წიგნსაცავისა და მუზეუმის მმართველად დანიშვნისთანავე დაიწყო წიგნებისა და სამუზეუმო ნივთების აღრიცხვა. მანამდე წიგნსაცავს ჰქონდა კატალოგი, მაგრამ შესატანი იყო ბევრი წიგნი, სამუზეუმო ნივთებს კი – საერთოდ არ ჰქონდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლამ, რომლის მასწავლებელი იყო ისიდორე ტატიშვილი, 10 მანეთად 40 ცალი საკითხავი წიგნი შეიძინა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლის მასწავლებელი ისიდორე ტატიშვილი სავალდებულო საგნებთან ერთად, დამატებით ყველა კლასს, ასწავლიდა გალობას, ხოლო მეორე კლასს ბუნების მეტყველებასა და სამშობლოს ისტორიასაც.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლა (მასწავლებელი ისიდორე ტატიშვილი) სკოლების მეთვალყურემ, გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ დაათვალიერა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გერგეთის სკოლაზე, რომლის მასწავლებელი იყო ისიდორე ტატიშვილი, 714. 98 მანეთი დახარჯა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლა გაიხსნა. სკოლა 800 მანეთად ღირებულ საკუთარ შენობაში იყო მოთავსებული, რომელიც 5 ოთახისგან შედგებოდა (ერთი დიდი საკლასო და 4 პატარა ოთახი). 1916 წელს პედაგოგი ლავრენტი იოსების ძე ძიძიგური ამ სკოლის შენობაშივე ცხოვრობდა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლამდე, სანამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლის პედაგოგი გახდებოდა, ლავრენტი იოსების ძე ძიძიგური საწულუკიძეოს ორკლასიან სკოლაში ასწავლიდა.

1916

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1916 წლის ანგარიშის მიხედვით, გომარეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი იოსების ძე ძიძიგურს სამოსწავლო სემინარიის ორი კლასი ჰქონდა დამთავრებული.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 5 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა წიგნსაცავ-სამკითხველოს მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 1912 წლის პირველიდან 1913 წლის პირველ ნოემბრამდე ჩატარებული აღრიცხვის დროს წიგნების კატალოგში 1865 ნომერი შეიტანა (72 ხელნაწერი, 207 ქართული წიგნი და 1586 – უცხოური), სამუზეუმო კატალოგში – 995.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლის მასწავლებელის, ლავრენტი იოსების ძე ძიძიგურის წლიური ხელფასი 480 მანეთი იყო.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 5 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა წიგნსაცავ-სამკითხველოს მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 1912 წლის პირველიდან 1913 წლის პირველ ნოემბრამდე აღწერა მანამდე სრულიად დაუმუშავებელი ნუმიზმატიკური კოლექცია. მუზეუმს ჰქონდა 5 185 ფული (2 562 ვერცხლის, 2 611 სპილენძისა და ნიკელის მონეტა, 12 ქაღალდის კუპიურა).

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 5 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა წიგნსაცავ-სამკითხველოს მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 1912 წლის პირველიდან 1913 წლის პირველ ნოემბრამდე 2649 სურათი აღწერა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლას, რომლის მასწავლებელი იყო ლავრენტი იოსების ძე ძიძიგური, 51 ქართველი მართლმადიდებელი მოსწავლე ჰყავდა, წლის განმავლობაში სკოლა ერთმა მოსწავლემ დატოვა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 5 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა წიგნსაცავ-სამკითხველოს მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 1912 წლის პირველი ნოემბრიდან ებარა ილია ჭავჭავაძის კაბინეტი, რომელსაც ნივთების სია არ ჰქონდა. მან ეს სია შეადგინა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 5 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა წიგნსაცავ-სამკითხველოს მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში აღნიშნა, რომ წიგნსაცავის შემოწმების დროს ვერ აღმოაჩინეს 2 ხელნაწერი, 25 ქართულ და 40 უცხო ენაზე დაბეჭდილი წიგნი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლის (მასწავლებელი ლავრენტი იოსების ძე ძიძიგური) მოსწავლეებიდან 10-მა სწავლა დაასრულა, I-დან II კლასში 25 მოსწავლე გადავიდა, II-დან III-ში – 15.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 5 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა წიგნსაცავ-სამკითხველოს მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში აღნიშნა, რომ 1913 წლის პირველი თებერვლიდან პირველ ნოემბრამდე წიგნსაცავ-მუზეუმში 439 ადამიანი შევიდა.