რეგისტრირებული ფაქტები81221
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს ალექსანდრე მიხეილის ძე ციხითათრიშვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გომარეთის სკოლა (მასწავლებელი ლავრენტი იოსების ძე ძიძიგური) დაათვალიერეს აღბულაღის ტყის უფროსმა ალენინმა, ადგილობრივმა მომრიგებელმა შუამავალმა და ბორჩალოს მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლმა სიმონიშვილმა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლა გაიხსნა. სკოლა ნაქირავებ შენობაში (ერთი ოთახი) იყო მოთავსებული და ორი განყოფილებისგან შედგებოდა. 1915-1916 სასწავლო წელს ქრისტინე ალექსანდრეს ასული ბიბილური ამ სკოლის პედაგოგი იყო, სკოლაში საღვთო სჯულსაც ის ასწავლიდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლის მასწავლებელის, ქრისტინე ალექსანდრეს ასულ ბიბილურის წლიური ხელფასი 600 მანეთი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლის მასწავლებელი ქრისტინე ალექსანდრეს ასული ბიბილური ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, რომელშიც წლიურად 50 მანეთს იხდიდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის პირველ სექტემბერს ქრისტინე ალექსანდრეს ასულმა ბიბილურმა ვარიანის სკოლაში მუშაობას თავი დაანება.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის სექტემბრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლის მასწავლებლად საზოგადოებისვე ბორბალოს სკოლის პედაგოგი ნატალია ბასილაშვილი დაინიშნა, რომელიც ბორბალოში დანიშვნამდე 4 წელი წილკნის სამინისტრო სკოლაში ასწავლიდა. ნატალია ბასილაშვილს გორის ქალთა გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წლის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლას (მასწავლებელი ქრისტინე ალექსანდრეს ასული ბიბილური) 51 მართლმადიდებელი ქართველი მოსწავლე ჰყავდა, I განყოფილებაში – 21 და II განყოფილებაში – 30. წლის განმავლობაში სკოლა დატოვა ოთხმა მოსწავლემ, თითო კლასიდან ორ-ორმა. იმავე კლასში არცერთი მოსწავლე დარჩენილა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლამ (მასწავლებელი ქრისტინე ალექსანდრეს ასული ბიბილური) პირველ ოქტომბერს დაიწყო. წლის მანძილზე სულ 166 სასწავლო დღე იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915-1916 სასწავლო წელს მასწავლებელი ქრისტინე ალექსანდრეს ასული ბიბილური ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლაში სავალდებულო საგნების გარდა სიმღერასაც ასწავლიდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 1-ლ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვარიანის სკოლას ჰქონდა: 206 სახელმძღვანელო, 34 კლასგარეშე საკითხავი წიგნი, 17 სამასწავლებლო წიგნი და 90 სასწავლო ნივთი. ახალი მასწავლებელ ნატალია ბასილაშვილის აზრით, სკოლა კიდევ საჭიროებდა საბუნებისმეტყველო შინაარსის წიგნებს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს საზოგადოებამ ვარიანის სკოლაზე (მასწავლებელი ქრისტინე ალექსანდრეს ასული ბიბილური) 1156. 21 მანეთი დახარჯა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლა გაიხსნა. სკოლა ნაქირავებ შენობაში იყო მოთავსებული, რომელიც 5 ოთახისგან შედგებოდა და ერთ ოთახში სკოლის გამგე იყო დაბინავებული. მასწავლებელი ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სამგანყოფილებიან სკოლაში 3 მასწავლებელი იყო და თითოეულ კლასს თავისი მასწავლებელი ჰყავდა. I განყოფილების პედაგოგი იყო ნინო ივანეს ასული ლაშხაური, II განყოფილებისა – ნინო მიხეილის ასული გოგნიაშვილი, III განყოფილებისა – ანა ნიკოლოზის ასული ჯაჯანიძე.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ნინო ივანეს ასულ ლაშხაურს თბილისის საეპარქიო სასწავლებელი დასრულებული ჰქონდა. 1915 წლიდან ის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის სკოლაში ასწავლიდა, მანამდე კი 8 წელი ურიათუბნის სამინისტროს სკოლის მასწავლებელი იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი ნოემბრიდან ვლადიმერ ბოჟოვსკი თბილისის რუსული საოსტატო ინსტიტუტის ფიზიოლოგიის, ანატომიისა და ჰიგიენის მასწავლებლად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ 1919 წლის იანვრიდან გამგეობამ ბათუმის სკოლის შესანახად ყოველთვიურად 3000 მანეთი გადადო, მაგრამ ეს თანხა არ დასჭირდათ, რადგან ადგილობრივმა განყოფილებამ თვითონ მოიპოვა სკოლის შესანახი თანხა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ბათუმის დაწყებითი სკოლა, რომელშიც 200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა უმაღლეს დაწყებით სასწავლებლად გადაკეთდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ზოგიერთ ბიბლიოთეკას, რომელიც ერობისთვის არ გადაუციათ, საზოგადოება აძლევდა დახმარებას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე დიმიტრი დუმბაძემ აღნიშნა, რომ გამგეობას წლის განმავლობაში მეტი წიგნის გამოცემა შეეძლო. მან ასევე განაცხადა, რომ გამგეობას სარევიზიო კომისიის დაუკითხავად გამგეობის წევრების სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშვნის უფლება არ ჰქონდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე უშანგი ელიავამ აღნიშნა, რომ წლიურ ანგარიშში საზოგადოების წლიური მოგება უნდა ყოფილიყო ნაჩვენები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ილია აგლაძემ საჭიროდ მიიჩნია წლიურ ანგარიშში ცალკე განყოფილების მოთავსება, რომელშიც ციფრებით მაღაზიისა და საწყობის წმინდა მოგება იქნებოდა განმარტებული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ილია აგლაძემ საჭიროდ მიიჩნია წლიურ ანგარიშში ცალკე განყოფილების მოთავსება, რომელშიც ციფრებით მაღაზიისა და საწყობის წმინდა მოგება იქნებოდა განმარტებული.