რეგისტრირებული ფაქტები81218
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 1-ელ დეკემბერს სოფ. ბუგეულის მასწავლებელმა მიხეილ სპირიდონის ძე გიორგობიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მიმდინარე სასწავლო წელს სახელმძღვანელო წიგნები და სხვა სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად მხოლოდ ერთხელ მიიღო.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ ქვატანის (აბაშა) სკოლის მასწავლებელ ლეონტი ჯაშს შესავსებად გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 15 დეკემბერს სოფელ ბასილეთის სკოლის მასწავლებელმა სერგი კალანდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ღარიბი მოსწავლეებისთვის ძალიან საჭირო წიგნები იყო: 20 ეგზემპლარი გ. კალანდარიშვილის „პირველდასაწყისი კურსი რუსული ენისა ქართველთათვის“, 13 ც. „დედაენა“, 5 ც. „ბუნების კარი“, 17 ც. სოკოლოვის „ლოცვები, მცნებები და სიმვოლო სარწმუნოებისა განმარტებით“, 5 ც. „დაწყებითი სწავლა მართლმადიდებლობითის ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა“, 6 ც. „როდნოე სლოვო“, I ნაწილი. ასევე სასწავლებელი ძალიან საჭიროებდა გლობუსს, რომლის შესაძენადაც სახსრები არ ჰქონდათ.
1881
ტიპი: ავტორობა
მასწავლებელ სერგი კალანდაძის ცნობით, 1881 წლის 15 დეკემბრისთვის სოფელ ბასილეთის სკოლის 85 მოსწავლე ქალ-ვაჟიდან 23 ღარიბი იყო, რომელთაც მშობლები ვერ აკმაყოფილებდნენ სასწავლო ნივთებით. ამის გამო ბავშვებსაც სწავლაზე გული უცრუვდებოდათ და სწავლის ნორმალურ მსვლელობასაც დაბრკოლებას უქმნიდა, რადგან გაკვეთილების დროს ერთმანეთში გახშირებული ნივთების თხოვნა იყო.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 22 დეკემბერს სოფელ სიმონეთის სკოლის მასწავლებელმა მარკოზ რიჟამაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1880 წლის 20 აპრილს მიიღეს სახელმძღვანელო და საკითხავი წიგნები, სულ 52 ეგზემპლარი, მაგრამ არ მიუღიათ ცნობა, ვისგან და რა მიზნით იყო გამოგზავნილი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 6 დეკემბერს სოფ. ხეთის სკოლის მასწავლებელმა ბესარიონ ხაბურძანიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად მის იქ ყოფნაში (1881 წლის მარტიდან) ერთხელაც არ მიუღიათ. მისი აზრით, შესაძლოა, მისი წინა მოადგილეების დროს მიიღეს წიგნები, რომლებიც ახლაც ჰქონდა სკოლას და იყენებდნენ მოსწავლეებისთვის.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 22 დეკემბერს სოფელ სიმონეთის სკოლის მასწავლებელმა მარკოზ რიჟამაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლას ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად ძალიან სჭირდებოდა 16 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, საწერი ქაღალდი, ფანქრები, კალმები, სახაზავები და ცარცი.