საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91191

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 აპრილს განათლების სამინისტროს სალიკვიდაციო თანხის ანაზღაურების თხოვნით მიმართეს ბათუმისა და ყარსის გიმნაზიების თანამშრომლებმა: ლ. ი. სახაროვმა, ალექსანდრე თოხაძემ, ო. ა. ივანოვმა, დ. ს. მგელაძემ, ტ. ვ. დობროლიუბოვამ, ე. ი. ნაუროვამ, დ. ს. მგელაძემ, ვ. მ. სკარდინომ, ო. ა. დახნოვიჩმა, ა. გ. ტუვოვმა, გ. პ. ვაიევმა, ნ. ვ. ბურიშინმა, ე. ი. ილიუშინმა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 4 აპრილს საქართველოს ეროვნულ საბჭოს წერილით აცნობა სამოსამართლო სექციის საქმის მწარმოებელმა, მარიამ რცხილაძემ საკუთარი ქვეყნის სამსახურში, მოწყალების დის პოზიციაზე დანიშვნის შესახებ და ითხოვა დაკავებული პოზიციის შენარჩუნება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველ აპრილს სამტრედიის სადგურიდან ბათუმის ფრონტისაკენ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით სამი ეშელონი დაიძრა. მაზნიაშვილს იმედი ჰქონდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოდან დაეხმარებოდნენ და ოზურგეთის მაზრაში ჯარისკაცების მობილიზებას შეძლებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველ აპრილს გიორგი მაზნიაშვილის თაოსნობით სამტრედიიდან ბათუმისაკენ მიმავალ სამ ეშელონს ნატანებში ჯავშნიანი მატარებელი შეუერთდა. მაზნიაშვილმა იქ შეიტყო, რომ მე-4 ქართული ლეგიონის უფროსი პოლკოვნიკი ს. წერეთელი ოზურგეთში აკავებდა თავისივე ლეგიონიდან გამოქცეულ ჯარისკაცებს და ხელახლა ადგენდა ლეგიონს, ხოლო მე-2 ქვეითი ლეგიონის უფროსი ფარნაოზ ყარალაშვილი ბათუმიდან წამოვიდა და ქობულეთში დაბანაკდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის აპრილში მოქალაქე შუშანიკ მეჩტანციანი განცხადებაში ითხოვდა, რომ მისი შვილებისთვის დღიური საკვები გამოეყოთ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ელი აპრილიდან ივანე მასლოვი გზათა სამინისტროს შიკრიკად დაინიშნა. მისი დღიური ანაზღაურება 6 რუბლს შეადგენდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ელისაბედ მამფორია 1909 წელს დაარსებული კულაშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული ათანასე ზურაბის ძე ლეჟავა 1915 წელს დაარსებული დიდი ჯიხაიშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გაფრინდაშვილი 1915 წელს დაარსებული დიდი ჯიხაიშის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნიკოლოზ პავლეს ძე ღუდუშაური, საოსტატო ინსტიტუტის კურსდამთავრებული, თელავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს დიმიტრი ნიკოლოზის ძე დეკანოზიშვილი, სასულიერო სემინარიის განათლებით, თელავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ქართულის მასწავლებელი იყო.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის პირველი აპრილიდან პირველ სექტემბრამდე სოფელ კახის ქალთა სკოლის მასწავლებელს სოფიო ყულოშვილს 1050 მანეთი უნდა მისცემოდა, ხოლო პირველი სექტემბრის შემდეგ 400 მანეთი.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის პირველი აპრილიდან პირველ სექტემბრამდე სოფელ ალიბეგლოს ქალთა სკოლის მასწავლებელს სოფიო ჯაოშვილს 1050 მანეთი უნდა მისცემოდა, ხოლო პირველი სექტემბრიდან 400 მანეთი.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის პირველი აპრილიდან პირველ სექტემბრამდე სოფელ ქოთუქლოს ქალთა სკოლის მასწავლებელს ქეთ. ბაჩალიაშვილს ხელფასის სახით 1050 მანეთი უნდა მისცემოდა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის პირველი აპრილიდან პირველ სექტემბრამდე სოფელ მუშაბას ქალთა სკოლის მასწავლებელს პალადი ჯაოშვილს ხელფასის სახით 1050 მანეთი უნდა მისცემოდა, ხოლო პირველი სექტემბრიდან 400 მანეთი.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის პირველი აპრილიდან პირველ სექტემბრამდე სოფელ ყორაღანის ქალთა სკოლის მასწავლებელს ნინო ყულუშვილს ხელფასის სახით 1050 მანეთი უნდა მისცემოდა, ხოლო პირველი სექტემბრიდან 400 მანეთი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის აპრილში თბილისიდან ქუთაისში შემდეგი დეპეშა მოვიდა, რომ სეიმის და მთავრობის სხდომაზე, რომელიც 9 საათიდან ღამის 2 საათამდე გაგრძელდა, გამოცხადდა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა, დამარცხდა გეგეჭკორის მთავრობა. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, მთავრობა გადადგა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის აპრილში ბოლშევიკებმა პარტიული სამუშაოებისთვის თბილისიდან დუშეთში გაგზავნეს თომა ჩუბინიძე, მიხა პაპუნაშვილი, ვიქტორ ცინცაძე, დათიკო ხუბულური და ბუხაშვილი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველ აპრილს, ტრაპიზონის მოლაპარაკებზე შეთანხმების მიუღწევლობის გამო ამიერკავკასიის სეიმის სამშვიდობო დელეგაცია უკან გაიწვიეს. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველ აპრილს ამიერკავკასიის სეიმის დელეგაცია ტრაპიზონიდან თბილისისკენ გამოემგზავრა. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველ აპრილს ბათუმიდან სამტრედიისკენ მიმავალი ეშელონის შემადგენლობა: არჩილ ფურცელაძის 90-კაციანი პარტიზანული რაზმი და 4 ტყვიამფრქვევი, ვასილ კარგარეთელის ბატარეა და 6 ზარბაზანი, შორაპნის მუშათა 84-კაციანი რაზმი ინჟინერ კუკური ხუნდაძის ხელმძღვანელობით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველ აპრილს დაბა გუდაუთაში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების საერთო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 1918 წელს გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო იუსტინე გერასიმეს ძე მგალობლიშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველ აპრილს დაბა გუდაუთაში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების საერთო კრებაზე დაასახელეს გამგეობის წევრობის კანდიდატები: ნოე ჭანტურაია და იასონ გვაზავა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველ აპრილს დაბა გუდაუთაში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების საერთო კრებაზე აირჩიეს გამგეობის ახალი წევრები: ელენე ნადარეიშვილი და კირილე პაჭკორია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველ აპრილს დაბა გუდაუთაში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების საერთო კრებას დაესწრო 110 კაცი. დოკუმენტს ხელს აწერს კრების თავმჯდომარე ირაკლი ალექსი ძე მასხულია.