საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80971

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: მოსე წეროძე, ანდრია იაკობის ძე ჭიაბერაშვილი, მიხა ვასილის ძე ჭოლაძე, ვარლამ მათეს ძე ჭავჭანიძე, თეოფილე ჭახონელი, მიხეილ გიორგის ძე ჭელიძე, აკაკი ივლიანეს ძე ჭეიშვილი და ნიკოლოზ ივლიანეს ძე ჭეიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობას (თავმჯდომარე მათე ვასილის ძე ბახტაძე) შემოსავალი 593. 07 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 399. 34. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 193. 73 მანეთი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს სასკოლო სექციის განკარგულებაში (თავმჯდომარე ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე ) 13 767 მანეთი იყო, აქედან მასწავლებლების ხელფასსა და სკოლების საჭიროებებზე 16 469 მანეთი დაიხარჯა, 2 702. 46 მანეთით მეტი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშმის განყოფილება გაიხსნა, რომლის თავმჯდომარე იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილი იყო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: მიხეილ შიოს ძე გაგოშიძე, ლაზარე გოზალიშვილი, გერმანე გოცირიძე, თეოფილე იოსების ძე გოგიტიძე და ვარლამ დიმიტრის ძე გორდელაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე ალექსანდრე სიმონის ძე ჭურაძე იყო, მთავარ გამგეობას მუშაობის ანგარიში არ წარუდგინა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მიხეილ იოსების ძე ჩოდრიშვილი, ივანე იოსების ძე ჩოდრიშვილი, ალექსანდრე მიქელას ძე ჩიჩუა, ვიქტორ სარდალის ძე ჩიკვაიძე და მიხეილ ფილიპეს ძე ჩიჩუა. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილება დაარსდა. 1916 წელს ნიკო ყარამანის ძე თავდგირიძე ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის (თავ-რე ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე) ომისგან დაზარალებული ბავშვებისთვის თავშესაფარი გახსნა, რომელშიც 12 ბავშვი ცხოვრობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილებამ (თავმჯდომარე ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე) კაფე „ფინჯანი ჩაი“ გახსნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილებამ (თავმჯდომარე ნიკო ყარამანის ძე თავდგირიძე) ერთი საზოგადო და ერთიც საგანგებო კრება გამართა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილებამ (თავ-რე ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე) ქალებისთვის ჭრა-კერვის განყოფილება გახსნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილებას (თავ-რე ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე) 724 წევრი ჰყავდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ელიზბარ პეტრეს ძე კაჭარავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების ხაზინადარი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ნინო ალექსის ასული თურქიასი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკო ყარამანის ძე თავდგირიძე, საკვირაო სკოლისა და ვაჟებისთვის სახელოსნოს გახსნა სურდა, მაგრამ მასწავლებლის არ ყოლისა და ინსპექციის მიერ პროექტის დამტკიცების დაყოვნების გამო, გეგმა ვერ განახორციელა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ავთანდილ იესეს ძე ცინცაძე, ვალერიან პავლეს ძე ჭანტურია, გიორგი ალმასხანის ძე ჟღენტი და ილია მიხეილის ძე შარაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ატენის სკოლის მასწავლებლის, ლავრენტი ბარნაბიშვილის ხელფასი 648 მანეთი იყო. ის სკოლაში ცხოვრობდა, ამიტომ ბინის ქირას საზოგადოება არ უხდიდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ ალექსანდრე სიმონის ძე შირსკი, ბიქტორ დავითის ძე შალამბერიძე, სალომე შალამბერიძე და ესტატე გიორგის ძე ჩერქეზიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე იყო ოლღა გიორგის ასული ხოფერიასი, ნიკოლოზ ბარათაშვილის პატივსაცემად გამართა სახალხო სეირნობა და საიუბილეო საღამო, საიდანაც 1199. 14 მანეთი შემოვიდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების თავმჯდომარე მათე ვასილის ძე ბახტაძე და მისი მოადგილე პოლიკარპე ივანეს ძე ჩხიკვიშვილი თავიანთი ხარჯებით ხონის საოსტატო სემინარიასთან არსებულ ორკლასიან სასწავლებელში მაჰმადიან ბავშვს, ჰუსეინ ხარაძეს ზრდიდნენ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობამ (თავმჯდომარე მათე ვასილის ძე ბახტაძე) მოიწვია ხონის რაიონის სამკითხველოების წარმომადგენლები და მათთან ერთად განიხილა სამკითხველოებთან დაკავშირებული ზნეობრივი და ქონებრივი საკითხები.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ივანე (ვანო) ივანეს ძე ზურაბიშვილი სასკოლო სექციის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე სასკოლო სექციის თავმჯდომარე და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: რაჟდენ გოჯასპირის ძე თავბერიძე, ლუკა თვალჭრელიძე, ეფრემ ნიკოლოზის ძე ისაკაძე, ილია ანტონის ძე ივანოვი და ნიკო გიორგის ძე ინასარიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.